გავრცელებული ფოტო არა ისრაელის, არამედ ჰამასის მიერ საწოლში მოკლული ბავშვის ოთახს ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

254
VIEWS

19 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი მტკიცებით, ისრაელის მიერ საწოლში ჩაცხრილული ბავშვის ოთახს ასახავს. “ეს არ არის დაბომბვის შედეგი – ურიებმა ლოგინძი ჩაცხრილეს მძინარე ბავშვები!” – დაწერა პოსტის ავტორმა. 

gavrtselebuli photo ara israelis aramed hamasis mier satsolshi mokluli გავრცელებული ფოტო არა ისრაელის, არამედ ჰამასის მიერ საწოლში მოკლული ბავშვის ოთახს ასახავს

ირაკლი ზაქარეიშვილი ფოტომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, ფოტო ისრაელში, ნირ-ოზში (კიბუცი) არის გადაღებული და ჰამასის თავდასხმის შემდეგ კიბუცში მცხოვრები ბავშვის ოთახს ასახავს.  

ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ისრაელში, სასოფლო-სამეურნეო კომუნა (კიბუცი) ნირ-ოზში 2023 წლის 19 ოქტომბერს არის გადაღებული. ფოტოს ავტორი Associated Press-ის ფოტოგრაფია. როგორც ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, კადრი ჰამასის თავდასხმის შემდეგ ბავშვის ოთახში დაღვრილი სისხლის კვალს ასახავს.

gavrtselebuli photo ara israelis aramed hamasis mier satsolshi mokluli1 გავრცელებული ფოტო არა ისრაელის, არამედ ჰამასის მიერ საწოლში მოკლული ბავშვის ოთახს ასახავს

გარდა Associated Press-ისა, ფოტო გამოქვეყნებული აქვს New-York Post-სა და ადგილობრივ მედია Haaretz-ს (არქივის ბმული). იგივე ოთახის კადრი ჩანს CNN-ის მიერ დასახლებაში გადაღებულ მასალაშიც. gavrtselebuli photo ara israelis aramed hamasis mier satsolshi mokluli2 გავრცელებული ფოტო არა ისრაელის, არამედ ჰამასის მიერ საწოლში მოკლული ბავშვის ოთახს ასახავს

ასევე, ფოტო იძებნება ტელეგრამ-არხზე “The Slaughter 710”, რომლის მიზანიც ჰამასის მიერ ისრაელში 7 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვა და ჩვენებაა.

gavrtselebuli photo ara israelis aramed hamasis mier satsolshi mokluli3 გავრცელებული ფოტო არა ისრაელის, არამედ ჰამასის მიერ საწოლში მოკლული ბავშვის ოთახს ასახავს

კიბუცი ნირ-ოზი ერთ-ერთია იმ დასახლებიდან, რომელსაც ჰამასი 7 ოქტომბერს თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ კიბუცში დადასტურებულია 38 ადამიანის დაღუპვა, 75 ადგილობრივი კი გაიტაცეს. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადგილზე 19 ოქტომბერს შეუშვა.  

ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.

წყაროს შესახებ

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist