2 სექტემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის – მადლენ ოლბრაიტის სახელით ციტატა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: “რუსეთის მოსახლეობას 15-25 მილიონამდე შევამცირებთ. ეს საკმარისი იქნება ნავთობისა და გაზსადენის მომსახურებისთვის”.
მადლენ ოლბრაიტის სახელით გავრცელებული ციტატა, თითქოს ის რუსი მოსახლეობის შემცირებას აპირებს, ყალბია. ღია, სანდო წყაროებში ოლბრაიტის იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადება არ იძებნება, ხოლო მსგავს ყალბ ციტატას წარსულში მარგარეტ ტეტჩერსაც მიაწერდნენ.
მადლენ ოლბრაიტის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია
ციტატა, რომელსაც აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მიაწერენ, რუსულენოვან ფორუმზე 2018 წლიდან იძებნება. ღია, სანდო წყაროებით არ დასტურდება, რომ მადლენ ოლბრაიტმა მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ ციტატას ადრე დიდი ბრიტენეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს მიაწერდნენ. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, “საქართველო და მსოფლიოს” საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ბრიტანელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო პირების სახელით რუსების წინააღმდეგ გავრცელებული რამდენიმე ფრაზა გვხვდება. სტატია რუსი პოლიტოლოგის, სერგეი მიხეევის, “რადიო ვესტის” ეთერში გააჟღერებულ განცხადებებს ეყრდნობოდა და ციტატას, რომელსაც ამჯერად მადლენ ოლბრაიტს უკავშირებენ, მაშინ მარგარეტ ტეტჩერს მიაწერდნენ.
ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.