სამთავრობო მედიები ნანკა კალატოზიშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

152
VIEWS

18-19 მაისს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია POSTV-მ, საინფორმაციო სააგენტოებმა INFO9 და დაიჯესტი • Digest-მა,  ასევე ფეისბუქ გვერდმა Gogaggg-მ გაავრცელეს მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: ,,მართლა ძალიან მშურს უკრაინელების”. ვიდეო რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინული ქალაქებისა და შენობების, დაშავებული ადამიანებისა და სამხედროების საფლავების ვიდეოებით გრძელდება, მას გასდევს წარწერა: ,,მათ უკრაინელების შურთ…”.

samthavrobo mediebi nanka kalatozishvilis videos manipulatsiurad avrtseleben სამთავრობო მედიები ნანკა კალატოზიშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებენ samthavrobo mediebi nanka kalatozishvilis videos manipulatsiurad avrtseleben1 სამთავრობო მედიები ნანკა კალატოზიშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებენ

ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. მსახიობი ტელეკომპანია ,,ფორმულასთან” უკრაინაში მიმდინარე ომს არ გულისხმობს. ის პროტესტის საშუალებით ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრობს, უკრაინის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ უკრაინელების ერთიანობისა და გაუტეხლობის შურს. 

2023 წლის 19 მაისს თბილისში გაიმართა აქცია – ,,რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”. პროტესტი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინააღმდეგ იყო. გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტიც ამავე აქციაზეა გადაღებული. ნანკა კალატოზიშვილი ,,ფორმულას” ჟურნალისტთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინელების შურს, რადგან მათ ,,თავისი ერთობით, ერთად დგომითა და იმით, რომ ვერ გატეხეს” პრორუსული ხელისუფლების შეცვლა მოახერხეს. ის არსად ამბობს, რომ ომის შურს. 

ნანკა კალატოზიშვილის მოჭრილი ვიდეო ნანკა კალატოზიშვილის სრული ვიდეო
,,მართლა ძალიან მშურს უკრაინელების…” ,,მართლა ძალიან მშურს უკრაინელების. მაიდანი იყო მშვიდობიანი აქცია და ჩვენზე მეტად პრორუსი და რუსი ხელისუფლება ჰყავდათ და თავისი ერთობით, ერთად დგომით და იმით, რომ ვერ გატეხეს ისინი, მიაღწიეს იმას, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალა.”  

ვიდეოების მანიპულაციურად გავრცელება პროპაგანდისათვის ნაცნობი ხერხია. პროსახელისუფლებო მედია და საინფორმაციო სააგენტოები სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას ემსახურებიან და იმეორებენ, თითქოს, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს საქართველოში ომი უნდათ. 

,,მითების დეტექტორს” არაერთი რედაქტირებული ვიდეო აქვს გამოვლენილი:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist