გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

424
VIEWS

2023 წლის ნოემბერში ფეისბუქზე ქართულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა გვერდებმა (1, 2.) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთში მერსედესის პირველი ქარხანა გაიხსნა. პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთში მერსედესის ქარხანა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად გაიხსნა. პოსტების უმრავლესობას თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ქარხნის მოსახულება/გახსნის ამსახველი კადრები.

mersedes bens გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა?

mersedes bents1 გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა?

გავრცელებული პოსტები შეცდომაში შემყვანია და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთში მერსედესის ქარხანა ახლა გაიხსნა. რეალურად, ვიდეო და ინფორმაცია 2019 წლისაა.

მერსედესის პირველი და ამ მომენტისთვის ერთადერთი საწარმო რუსეთში 2019 წლის აპრილში, 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიხსნა. ქარხანა, მოსკოვიდან 40 კილომეტრში, პატარა ზომის ქალაქ ესიპოვოში გახსნეს და მისი გახსნის ცერემონიას ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. 

აღნიშნული საწარმო რამდენიმე წლის მანძილზე პირველი იყო, რომელიც ქვეყანაში  გაიხსნა, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და 2012 წლიდან დაწყებული ავტომობილების ბიზნეს სექტორის სტაგნაციის გამო, მწარმოებლები თავს იკავებდნენ რუსეთში საქმიანობის დაწყება/გაფართოებისგან. 

ღია წყაროებში, მათ შორის რუსულ მედიაში, მიმდინარე წელს რუსეთში მერსედესის ქარხნის გახსნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამასთანავე, ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოების კადრები 2019 წლის 3 აპრილს სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებული კადრების იდენტურია.

კადრი 2019 წელს გავრცელებული ვიდეოდან კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან
mersedes bents2 გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა? mersedes bents3 გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა?
mersedes bents4 გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა? mersedes bents5 გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა?

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ათასზე მეტმა დასავლურმა კომპანიამ რუსული ბაზარი დატოვა. მათ შორის იყო მერსედესიც, რომელმაც ეს პროცესი 2022 წელს დაიწყო და საბოლოოდ 2023 წლის აპრილში დაასრულა. კომპანიამ თავისი რუსული აქტივები, ხსენებული ქარხნის ჩათვლით, მიყიდა რუსულ კომპანია ავტოდომს, რომელიც გეგმავს საწარმოს ხელახლა ამუშავებას. 

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცებები იმის შესახებ, რომ დასავლური კომპანიები იმავე რეჟიმში აგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას, როგორც ეს ხდებოდა ომის დაწყებამდე. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატიებში:

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში “Хундадзе Нини” კონსერვატიული მოძრაობის წევრი ნინი ხუნდაძის 5 პროფილიდან ერთ-ერთია (1, 2, 3, 4, 5). ის ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია

ფეისბუქ ანგარიში “შაკო ქერელაშვილი” ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გაზიარებული პოსტები სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების, მათ შორის “მითების დეტექტორის” მიერ მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული. 

mersedes bents6 გაიხსნა თუ არა რუსეთში მერსედესის ქარხანა?

პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist