გადაღებეს თუ არა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ლგბტქ+ დროშის ფერებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უკრაინ
606
VIEWS

3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,შიინ ევროპისკენ” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა  (1, 2, 3)  გამოაქვეყნეს ვიდეო მტკიცებით, თითქოს, კიევში ,,ხალხთა მეგობრობის თაღი” LGBTQ+ დროშის ფერებში გადაღებეს. ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ ღებავენ თაღს ცისარტყელას ფერებით. ანტიდასავლური ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” წერს, რომ ,,უკრაინელებმა საბოლოოდ გადაღებეს საბჭოთა ხალხთა მეგობრობის თაღი.”

lgbt1 გადაღებეს თუ არა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ლგბტქ+ დროშის ფერებში?

lgbt2 გადაღებეს თუ არა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ლგბტქ+ დროშის ფერებში?

უკრაინაში თაღის გადაღებვის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ის 2017 წელსაა გადაღებული და უკრაინაში ,,ევროვიზიის” გამართვის სამზადისს ასახავს. ამავე წლის ,,ევროვიზიის” თემა მრავალფეროვნება იყო, სწორედ ამიტომ გადაიღება თაღი ცისარტყელას ფერებში, შემდგომ კი პირვანდელი სახე დაუბრუნდა. 

2017 წელს მუსიკალური კონკურსი ,,ევროვიზია” კიევში, უკრაინის დედაქალაქში, ჩატარდა. ამ წელს კონკურსის თემა მრავალფეროვნება, ხოლო სლოგანი ,,იზეიმე მრავალფეროვნება” იყო. კონკურსის ამ წლის ლოგოზე ტრადიციული უკრაინული ყელსაბამი იყო გამოსახული. ,,ევროვიზიის” განმარტებით, უკრაინული სტილის ყელსაბამი ბევრი განსხვავებული მძივისაგან შედგება, თითოეულს აქვს საკუთარი დიზაინი და აღნიშნავს მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალობას. 

ukraina1 გადაღებეს თუ არა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ლგბტქ+ დროშის ფერებში?
წყარო: Eurovision

,,ხალხთა მეგობრობის თაღი”, რომელსაც ახლა “უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ჰქვია, სწორედ 2017 წლის ,,ევროვიზიის” თემატიკის შესაბამისად გადაღებეს და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება კონკურსის შემდგომ იყო დაგეგმილი.  თაღის ცისარტყელას ფერებით გადაღებვის პროცესს ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ხელი შეუშალეს და ბოლომდე ვერ შეიღება. ,,ევროვიზიის” დასრულების შემდგომ, თაღს პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ის ახლაც მეტალისფერი კონსტრუქციაა. 

ukraina2 გადაღებეს თუ არა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ლგბტქ+ დროშის ფერებში?
წყარო: Ukraine Crisis Media Center 2017 წ.
ukraina3 გადაღებეს თუ არა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ლგბტქ+ დროშის ფერებში?
ფოტო: Anastasiia Parkhimovych. 2022წ.

,,ხალხთა მეგობრობის თაღი” კიევში 1982 წელს უკრაინელებისა და რუსების გაერთიანების პატივსაცემად აშენდა. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრიდან მალევე, ,,ხალხთა მეგობრობის თაღს” სახელი შეუცვალეს და ის ახლა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღად” მოიხსენიება. თაღთან მდგომი უკრაინელი და რუსი ხალხის მეგობრობის მონუმენტი კი აიღეს.

უკრაინის ან ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება LGBTQ+ საკითხებთან დაკავშირებული არასწორი ცნობები. ,,მითების დეტექტორი” მას სისტემატურად ამოწმებს, ვრცლად იხილეთ მასალები:

წყაროს შესახებ

ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist