Eulenspiegel-ის სახელით მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

196
VIEWS

2023 წლის 1 ივნისს, რუსულენოვანმა გამოცემა mriya.media-მ და ანონიმურმა ფესიბუქ ანგარიშმა Glor Salivan-მა გაავრცელეს გერმანული სატირული ჟურნალის Eulenspiegel-ის გარეკანის ფოტო. ფოტოზე გამოსახულია ნირვანას ალბომის გაშარჟებული ვერსია და მასზე ჩანს თუ როგორ იტაცებს ,,უკრაინული ხელი’’ ფულს. გარეკანს ახლავს წარწერა: ,,უკრაინა აგრძელებს ფულის მოგროვებას თავისი სუიციდისათვის’’. ავტორის მტკიცებით, გარეკანი მოლდოვაში ჩატარებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ეხმიანება. აღნიშნული გარეკანი იმავე აღწერით 1-ლ ივნისს ამ მომხმარებელმა თავის ტელეგრამ არხზეც გაავრცელა.

germanuli satiruli gamotsema Eulenspiegel is sakhelith gaqhalbebuli garekanis photo gavrtselda Eulenspiegel-ის სახელით მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება

გავრცელებული ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია. აღნიშნული გარეკანი არ ემთხვევა ჟურნალის ივნისის ნომრის ოფიციალურ გამოცემას და მსგავსი ვიზუალის მქონე ნომერი არქივშიც არ იძებნება. 

Eulenspiegel სატირული ჟურნალია, რომლის უახლესი ნომერი 2023 წლის 23 მაისით თარიღდება. მასზე გამოსახულია გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი, რომელიც ახლახან ნეპოტიზმთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. რობერტ ჰაბეკი სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც მას ბრალი დასდეს კრონიზმში, რამაც აიძულა მისი სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირი გადამდგარიყო, ამან კი შეარყია მწვანეთა პარტიის ნდობა და კანცლერობაზე მის ამბიციებს წყალი შეუყენა. 

ფეისბუქზე გავრცელებულ გარეკნის ფოტოზე მითითებულია, რომ ის 2023 წლის ივნისის ნომერია, თუმცა ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვხედავთ, რომ ივნისის ნომრის გარეკანი სრულიად განსხვაებულია და მას საერთო არაფერი აქვს აღნიშნულ გარეკანთან. გარდა ყოველთვიური გამოცემებისა, ჟურნალს აქვს სხვადასხვა რუბრიკები, მათ შორის ,,კვირის კარიკატურა’’, თუმცა მსგავსი ფოტო არსად არ გვხვდება.

germanuli satiruli gamotsema Eulenspiegel is sakhelith gaqhalbebuli garekanis photo gavrtselda 1 Eulenspiegel-ის სახელით მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მიზნებისათვის ცნობილი გამოცემების კარიკატურების გაყალბება კრემლის კარგად ნაცადი ტაქტიკაა. ,,მითების დეტექტორმა’’ წარსულში არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათ შორის Eulenspiegel-ის გარეკანიც იყო. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში, რომელმაც გაყალბებული გარეკანი გაავრცელა, გამოირჩევა მსგავსი დამაზიანებელი ხასიათის მცდარი ინფორმაციის აქტიური გავრცელებით. მაგალითად, 15 აპრილს აღნიშნულმა ანგარიშმა გაავრცელა ყოველკვირეული ესპანური სატირული გაზეთის ,,El Jueves’’-ის გაყალბებული გარეკანი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული. აღნიშნული გარეკანის სიმცდარე ფრანგულმა რადიო ,,Radio France Internationale’’-მ დაადგინა. აღნიშნულ ანგარიშზე ვხვდებით სხვა დეზინფორმაციული შინაარსის პოსტებსაც. 

germanuli satiruli gamotsema Eulenspiegel is sakhelith gaqhalbebuli garekanis photo gavrtselda 2 Eulenspiegel-ის სახელით მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, მოლდოვა, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist