დიდი დიღომი თუ პოდგორიცა? – რას ასახავს რეალურად “მის დეკოლტეს” ფოტო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

11 დეკემბერს ფეისბუქ გვერდზე “მის დეკოლტე 2018” გამოქვეყნდა ფოტო, წარწერით “დიდი დიღომი 2021.” ფოტოზე მრავალსართულიან კორპუსზე მიშენებული ნაწილი ჩანს. ამავე დღეს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ადამაშვილმა აღნიშნული ფოტო 4 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში (საგიჟეთი😋ღამურები😝შერეკილები🥴, საქართველო – GEORGIA,ადამაშვილიქართული სიმღერები) დაპოსტა.

 

"
ფოტოს აღწერა ყალბია. რეალურად, ფოტოზე აღბეჭილი შენობა არა დიდ დიღომში, არამედ პოდგორიცაში მდებარეობს, ხოლო ფოტო 2019 წელს გადაიღეს. 

ფოტო 2021 წლის 21 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა სახელწოდებით Socialist Modernism გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ შენობა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მდებარეობს და ფოტო რუმინული ორგანიზაციის “ხელოვნებისა და ურბანული კვლევების ბიუროს” (B.A.C.U.) საკუთრებაა.  ფოტოს სრულ ვერსიაში ფოტოს მფლობელის დასახელება და გადაღების თარიღი 2019 წელიც ჩანს.

"

აღწერის მიხედვით, აღნიშნული ფოტო B.A.C.U-ის მიერ გამოცემულ ალბომში “სოციალისტური მოდერნიზმი ყოფილ იუგოსლავიაში” არის გამოყენებული.

"
ფეისბუქ გვერდზე პოდგორიცაში მდგარი ამ შენობის სხვა ფოტოებიცაა გამოქვეყნებული. 

""
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილი შენობა პოდგორიცას ერთ-ერთი უბნის, სახეწლოდებით “მე-5 ბლოკი” ნაწილია. ეს უბანი 1970-იან-80-იან წლებში აშენდა და   მრავალსართულიან კორპუსებზე მიშენებების მსგავსი აივნები და ოთახები მოგვიანებით არ გაკეთებულა. შენობები არქიტექტორმა მილეტა ბოივიჩიმა თავიდანვე ასე დააპროექტა.
"
ფეისბუქ გვერდი Socialist Modernism-ი B.A.C.U.-ის ამავე სახელწოდების მქონე ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი სოციალისტური მოდერნიზმის პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზებაა.

"
ფეისბუქ გვერდზე საქართველოს, მოლდოვის, რუსეთის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ წევრ რესპუბლიკებში გადაღებულ თანამედროვე ფოტოებსაც ვხვდებით.

"

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “მის დეკოლტე” POSTV-ის ჟურნალისტთან, ნინო ადამაშვილთან არის დაკავშირებული. ფეისბუქ ანგარიში ნინო ადამაშვილი ანგარიშთან Naira Chitishvili-თან ერთად ოთხივე იმ ჯგუფის (საგიჟეთი😋ღამურები😝შერეკილები🥴, საქართველო – GEORGIA,ადამაშვილიქართული სიმღერები) ადმინისტრატორია, სადაც აღნიშნული ფოტო ყალბი აღწერით გამოქვეყნდა.

"

“მითების დეტექტორმა” “მის დეკოლტე 2018-ის” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა, აღნიშნული ფეისბუქ გვერდი წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა, ვრცლად იხილეთ მასალები:


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მონტენეგრო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist