დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

627
VIEWS

2023 წლის 28-29 დეკემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Россия 1, Regnum, Комсомольская ПравдаАргументы и Факты, Susanin, Radiosputnik და სხვა საინფორმაციო სააგენტოებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ბერლინთან ახლოს რვა მილიონ ევროდ ვილა იყიდა, რომელიც ადრე ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს, იოზეფ გებელსს ეკუთვნოდა. სტატიებში აღნიშნულია, რომ გებელსს ეს ვილა პირადად ადოლფ ჰიტლერმა დაბადების დღეზე აჩუქა. იდენტური ინფორმაცია ფეისბუქზე რუსმა პროპაგანდისტმა, პაველ ზარუბინმა და სხვა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1,2)  გაავრცელეს. 

Screenshot 2024 01 11 172531 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა 
ამბავი, თითქოს ზელენსკიმ მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრის, ჯოზეფ გებელსის ვილა 8 მილიონ ევროდ იყიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

Screenshot 2024 01 11 172541 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა

ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა გებელსის ყოფილი აგარაკი შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციის პირველწყარო, რომელიც თავს აგარაკის მფლობელი უძრავი ქონების კომპანიის თანამშრომლად ასაღებს, სავარაუდოდ, გამოგონილი სახელით და გვარით მოქმედებს, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები კი ყალბია. აგარაკის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიამაც უარყო.

ზელენსკის მიერ გებელსის ყოფილი ვილის 8 მილიონ ევროდ ყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად 2023 წლის 27 დეკემბერს ნიგერიულმა გამოცემამ The Intel drop-მა გაავრცელა. სტატიის თანახმად, “Haus am Bogensee” ჰიტლერმა ნაცისტური რეჟიმის პროპაგანდის მინისტრს იოზეფ გებელსს 39 წლის დაბადების დღისთვის აჩუქა. 2000 წლიდან ბერლინის ხელისუფლება ტბისპირა 70-ოთახიანი კომპლექსისთვის მყიდველის მოძებნას ცდილობს და მიიჩნევა, რომ ეს არის ერთადერთი დღემდე შენარჩუნებული უძრავი ქონება, რომელიც ოდესღაც ყველაზე ცნობილ ნაცისტებს ეკუთვნოდა.

Screenshot 2024 01 11 172548 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
The Intel drop-ის სტატია

ამავე სტატიაში წარმოდგენილია BIM Berliner Immobilienmanagement-ის (უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც აგარაკის ტერიტორიას ფლობს) “ყოფილი თანამშრომლის”, საბინე მელსის ვიდეო, რომელიც რომელიც საკუთარ თავს “ანტიფაშისტური მოქმედების” წევრად ასახელებს. ვიდეოში ქალი ამტკიცებს, რომ ვილა 2023 წლის ოქტომბერში კომპანია Film Heritage Inc-მა 8 მილიონ ევროზე მეტ თანხად იყიდა. კომპანია Film Heritage Inc კი თავის მხრივ დაკავშირებულია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სტატიაში ასევე გამოთქმულია ეჭვი, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის აღზევებასთან იყოს დაკავშირებული: ხელშეკრულების პირობების თანახმად, “ათი წლის შემდეგ, მყიდველს შეუძლია გააკეთოს ამ ადგილას თითქმის ყველაფერი, რაც თავში მოუვა, მათ შორის, გადააქციოს ის ექსტრემისტების თავშეყრის ადგილად ან ყოფილი პროპაგანდის მინისტრის აკლდამად.”

საბინე მელსმა ვიდეო იუთუბის პირად არხზე 2023 წლის 24 დეკემბერს ატვირთა. ვიდეოში  ქალი გერმანულად საუბრობს და მაისურზე ანტიფაშისტური ლოგო აქვს გამოსახული.

Screenshot 2024 01 11 172559 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
საეჭვო გარემოებას ქმნის ის ფაქტი, რომ საბინე მელსს ტვიტერის ანგარიშზე სხვა ადამიანის, ფიტნეს ინტრუქტორისა და იუთუბერის ფოტო აქვს გამოყენებული, რომელიც Alyssa Gadson-ს სოციალურ ქსელ Facebook-ზე 2016 წელს აქვს ატვირთული.

Screenshot 2024 01 11 172609 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
Sabine Mels-ის ფოტო, რომელსაც Twitter-ზე იყენებს

Screenshot 2024 01 11 172617 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
Alyssa Gadson
თავად საბინე მელსის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, მასი პოვნა არც სხვა სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი. ასევე, არ დასტურდება, რომ ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნება კომპანია BIM-ში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ BBC Monitoring-ის თანამშრომელთან BIM-ის წარმომადგენლის თქმით, საბინე მელსი ამ კომპანიაში არ მუშაობს და არც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობენ მის შესახებ. გარდა ამისა, კომპანიამ BIM Berliner Immobilienmanagement ინფორმაცია აგარაკის გაყიდვის შესახებ გერმანულ მედიასთანაც უარყო. „ეს არის სრული სიცრუე. ადგილი ისევ ეკუთვნის ბერლინის მიწას“, – განუცხადა BIM-ის წარმომადგენელმა გერმანული პრესის სააგენტოს (dpa German Press Agency).იგივე ინფორმაცია გაავრცელა ვანდლიცის მერის, ოლივერ ბორხერტის ოფისმაც: „არ დასტურდება ინფორმაცია ბოგენზეს მიდამოში ყოფილი გებელსის ვილის გაყიდვის შესახებ“.

BBC-ის თანამშრომლის ცნობით, ყალბია ასევე ხელშეკრულება, რომლზედაც ნაჩვენებია, რომ ვილა Film Heritage Inc-ის მფლობელობაშია. ნოტარიუსი Dr Friederike Schulenburg, რომლის ხელმოწერაც დოკუმენტზე ჩანს, ნამდვილად არის რეალური ადამიანი, თუმცა უკვე 10 წელია, რაც ის აღარ მუშაობს ნოტარიუსად, რამდენადაც გერმანიაში ნოტარიუსები 70 წლის ასაკში გადიან პენსიაზე, ის კი უკვე 80 წლისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში ნაჩვენებ ხელშეკრულებაზე ვერ ვხვდებით შენიშვნას “დამოწმებული ასლი”.

Screenshot 2024 01 11 172626 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
ვიდეოში წარმოდგენილი ხელშეკრულება

ინფორმაცია ზელენსკის მიერ გებელსის ყოფილი ბინის ყიდვის შესახებ უკრაინულმა და გერმანულმა ფაქტების გადამოწმების პლათფორმებმა StopFake-მა და tagesspiegel-მაც შეისწავლეს.

ეს არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. უკრაინის პრეზიდენტს ხშირად ადანაშაულებენ ვილებისა და იახტების ფლობაში, თუმცა ბოლო პერიოდში, ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლებას რუსული პროპაგადა უცხოური მედიების გავლით ებრძვის. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ამავე მედიამ (The Intel Drop) ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას პროგრამულად დამუშავებული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც თითქოს ისინი დასავლელ ლიდერებს ლანძღავენ. უფრო ადრე განურ  და ნიგერიულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG ზელენსკის დახმარებით უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს და რომ თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი ბავშვების ტრეფიკინგშია ჩართული. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციების გავრცელებას ერთნაირი ანატომია აქვთ: Youtube-ზე ანონიმური პირი, რომელიც ხშირ შემთხვევაში რომელიმე რომელიმე ორგანიზაციის ყოფილ თანამშრომლად აიდენტიფიცირებს თავს, ავრცელებს ვიდეოს და წარმოადგენს  “მტკიცებულებებს”. ამის შემდეგ ამ ჩანაწერს რომელიმე უცხოური, საეჭვო რეპუტაციის მქონე მედია ვრცელ სტატიასთან ერთდ ავრცელებს, შემდეგ კი ეს ინფორმაცია რუსულ მედიაში უცხოური პუბლიკაციების სახელით ხვდება.

ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ზელენსკის ქონების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გავრცელდა. დისკრედიტაციის კამპანია ზელენსკის ქონებას რამდენიმე ასეულ მილიონამდე და მილიარდამდე აზვიადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ქონება მან პრეზიდენტად გახდომის შემდეგ კორუფციული გზებით დააგროვა. მსგავსი მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

არქივი:
Россия 1, Regnum, Комсомольская ПравдаАргументы и Факты, Susanin
Topnews.ru, Nsn.fm, Radiosputnik, osnmedia.ru
ijevsk.bezformata.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist