დეზინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარ აფეთქებას აღნიშნავენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

132
VIEWS

15-17 აგვისტოს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა (1,2,3,4,5) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა, ასევე ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთში, დაღესტანში მომხდარი აფეთქების აღსანიშნავად კიევის ღამის კლუბში Forsage 18 აგვისტოს სპეციალური ღონისძიება “ცეცხლოვანი მაჰაჩყალა” დაიგეგმა. ინფორმაციას თან ახლავს კლუბის ინსტაგრამ სთორის სქრინშოთი, რომლეზეც შესაბამის ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩანს.

 

dezinphormatsia thithqos kievis ghamis klubshi mahachqhalashi momkhdar aphethqebas aghnishnaven დეზინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარ აფეთქებას აღნიშნავენ

dezinphormatsia thithqos kievis ghamis klubshi mahachqhalashi momkhdar aphethqebas aghnishnaven1 დეზინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარ აფეთქებას აღნიშნავენ

ინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების აღსანიშნავი ღონისძიება დაიგეგმა, დეზინფორმაციაა. აღნიშნული თავად კლუბმა უარყო და “მითების დეტექტორს” მიმოწერაშიც აცნობა.

კიევში კლუბ Forsage-ში დაღესტანში, მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების აღსანიშნავი ღონისძიება დაგეგმილი არ ყოფილა. “მითების დეტექტორი” კლუბს დაუკავშირდა და მიმოწერაში Forsage-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციაა და ყალბი ინფორმაცია შუღლის გაღვივებას ემსახურება, რასთანაც კლუბს კავშირი არ აქვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგადად Forsage-ში ცეცხლის გამოყენებით წარმოდგენები უსაფრთხოების ზომების გამო არ ტარდება და არც წარსულში ტარდებოდა.

სოციალურ მედიაში კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე და ასევე საიტზე მსგავი ღონისძიების ანონსთან დაკავშირებული პოსტები არ იძებნება. ასევე კლუბის ვებგვერდზე განვლილი ღონისძიებების აფიშაზე ჩანს, რომ 18 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება არტისების Dj Star-ისა და Dj Leo-ს გამოსვლა იყო.

dezinphormatsia thithqos kievis ghamis klubshi mahachqhalashi momkhdar aphethqebas aghnishnaven2 დეზინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარ აფეთქებას აღნიშნავენ

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას კლუბი თავადვე 16 აგვისტოს გამოეხმაურა და ინსტაგრამ სთორისში შესაბამისი განცხადება გაავრცელა. ვინაიდან ინსტაგრამზე სთორის ტიპის პოსტები მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ამჟამად ამ პოსტების ნახვა შეუძლებელია. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა პლატფორმამ, StopFake-მაც გადაამოწმა და შესაბამისი პოსტების სქრინშოთებიც შეინახა.

dezinphormatsia thithqos kievis ghamis klubshi mahachqhalashi momkhdar aphethqebas aghnishnaven3 დეზინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარ აფეთქებას აღნიშნავენ
წყარო: StopFake

 

 

 

“კიევში დაღესტნიდან ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ხშირად იყვნენ ჩვენთან სტუმრად და მხარს უჭერენ უკრაინას. ყველა ადეკვატური ადამიანი ხვდება, რომ ჩვენს კლუბში ასეთი აფიშა ვერ იქნებოდა. დაუჯერებელია, რომ ასეთი აფიშა 22 საათი იქნებოდა გამოქვეყნებული მათი მკაცრი რეაქციის გარეშე, ვისაც ის შეურაცხყოფს. ნუ დაუჯერებთ ბოროტების იმპერიის პროვოკაციას” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

15 აგვისტოს დაღესტნის რესპუბლიკაში, მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist