დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელში იესოს ხსენება კანონით აკრძალულია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.8k
VIEWS

9 ოქტომბერს ფეისბუქზე” გავრცელდა ვიდეო, სადაც მისი ავტორი ისრაელის შესახებ საუბრობს. ვიდეოს თანახმად, ისრაელში ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება და ბავშვების შვილად აყვანა ლეგალურია, ასევე, ვიდეოში აღნიშნავენ, რომ ახლახანს დამტკიცდა კანონი, რომლის მიხედვითაც ისრაელში იესოს ხსენება აკრძალული ხდება. ვიდეოს დასაწყისში ასევე ჩანს ქანდაკება, რომელიც “კერპადაა” მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ფესტივალზე ჰამასის თავდასხმამდე ებრაელები ამ კერპს სცემდნენ თაყვანს. ისრაელის ფესტივალის ქანდაკება შედარებულია ივლისში ლისის ტბაზე მდგარ მონუმენტთან, რომელიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დააზიანეს.

erthsqesiantha qortsineba israelshi დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელში იესოს ხსენება კანონით აკრძალულია

დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს ისრაელში იესოს ხსენება კანონით არის აკრძალული. ასევე მანიპულაციურია განცხადება, რომ ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება და ბავშვების აყვანა კანონიერია. ისრაელი აღიარებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ქორწინებებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ლგბტქ+ პირთა დაქორწინება არალეგალურია. ფესტივალზე განთავსებული ქანდაკება კი ბუდას სკულპტურაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ლისის ტბაზე განთავსებულ კონსტრუქციასთან. 

ისრაელში იესოს სახელის ხსენება აკრძალული არ არის

2023 წლის 9 იანვარს ისრაელის პარლამენტის ორმა წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიიდან, წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კანონით დასჯადი გახდებოდა რელიგიის ქადაგება სხვისი რელიგიის შეცვლის მიზნით. ამ პროექტის მთავარი სამიზნე ქრისტიანები იყვნენ და შესაბამისად კანონის დამტკიცების შემთხვევაში დასჯადი გახდებოდა იესოს ქადაგებების გავრცელება, კერძოდ 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ზრდასრულის მოქცევის, ხოლო 2 წლით – არასრულწლოვნის შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნების ლიდერებს და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მალევე განაცხადა, რომ ისრაელი აღნიშნულ კანონს არ მიიღებდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა წარმდგენმა მოშე გაფნიმ განაცხადა, მან უბრალოდ პროცედურულად დაარეგისტრირა კანონი და მის გეგმებში არ შედიოდა მისი განხილვა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. 

ხდება თუ არა ლგბტქ+ პირთა ქორწინება ისრაელში?

ისრაელში ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების დაქორწინება კანონით დაშვებული არაა, თუმცა 2006 წლიდან სახელმწიფო აღიარებს საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ქორწინებებს. 2018 წელს ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) განიხილავდნენ კანონპროექტს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, თუმცა პარლამენტარების უმრავლესობამ კანონს მხარი არ დაუჭირა

ისრაელში ბავშვის შვილად აყვანა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეუძლია მხოლოდ ცოლ-ქმარს. თუმცა, სასამართლოს აქვს უფლება დაუოჯახებელ პიროვნებას მისცეს შვილის აყვანის უფლება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ პიროვნებას ჰყავს იმავე სქესის პარტნიორი. აღსანიშნია, რომ ამ შემთხვევაში პარტინიორი ლეგალურად არ განიხილება, როგორც მშობელი. 2023 წელს ქნესეთში განიხილებოდა კანონმდებლობა ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილის აყვანის დაკანონების შესახებ, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული პროექტიც ჩააგდო. 

ფესტივალის ქანდაკება

ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები “კერპის” შესახებ კონსპირაციულია და ისრაელში გამართულ ფესტივალზე მდგარ ქანდაკებას კავშირი არ აქვს ლისის ტბაზე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დამტვრეულ კონსტრუქციასთან. ისრაელში, ნეგევის უდაბნოს კადრებში აღბეჭდილია ბუდას დიდი ქანდაკება, ხოლო ლისის ტბაზე მდგარი კონსტრუქცია ქართველი მწერლის, ირაკლი კეიდიას წიგნის “ანუნაკების” შთაგონებით და თვითონ კეიდიას თანამონაწილეობით შეიქმნა. აღნიშნული კონსტრუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

erthsqesiantha qortsineba israelshi1 დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელში იესოს ხსენება კანონით აკრძალულიაწყარო: BBC

erthsqesiantha qortsineba israelshi2 დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელში იესოს ხსენება კანონით აკრძალულიაბუდას ქანდაკებების ფოტოები.

არქივის ბმული: Tkh Goga


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist