ბაია პატარაიას სახელით მორიგი გაყალბებული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

297
VIEWS

10 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ უფლებადამცველი ბაია პატარაიას სახელით პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის ქართველ დამსაქმებლებს აკრიტიკებს და წერს: “დუდ, რა ჯანდაბა გჭირს, მირჩევნია ისევ სექსუალურად იძალადო ჩემზე და თავი ნამდვილ ქალად მაგრძნობინო”.  

ბაია პატარაია

ბაია პატარაიას სახელით გაყალბებული სქრინშოტი ვრცელდება. რეალურად, მას მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. პრეზიდენტის მიერ უფლებადამცველის ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია გააქტიურდა.  

სქრინშოტი, რომელსაც თედო აბაშიძე ბაია პატარაიას სახელით ავრცელებს, გაყალბებულია. რეალურად, უფლებადამცველს მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია, ხოლო თედო აბაშიძე ყალბ ინფორმაციას, უმეტესად კი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გაყალბებულ განცხადებებს, ხშირად ავრცელებს.

გაყალბებულ სქრინშოტს ბაია პატარაია კომენტარების ველში გამოეხმაურა, თედო აბაშიძე მასზე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. 

ბაია პატარაია
ბაია პატარაიას კომენტარი გაყალბებულ სქრინშოტზე

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა 5 უფლებადამცველი ქალი – მათ შორის, ორგანიზაცია “საფარის” თანადამფუძნებელი ბაია პატარაია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პატარაია დაჯილდოვდა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. 

უფლებადამცველის დაჯილდოებას მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. 8 მარტის შემდეგ “მითების დეტექტორმა” ყალბ ინფორმაციად მონიშნა 20-ზე მეტი იდენტური პოსტი, რომელიც ბაია პატარაიას სახელით ვრცელდებოდა. არაერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გააზიარა პატარაიას სახელით გავრცელებული გაყალბებული პოსტის ფოტო, თითქოს ის ბიჭების რაოდენობის შესამცირებელ და გოგოების შობადობის წამახალისებელ რეგულაციებს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული სქრინშოტი 2021 წელსაც თედო აბაშიძის ანგარიშით გამოქვეყნდა.  

baia pataraia3 ბაია პატარაიას სახელით მორიგი გაყალბებული პოსტი ვრცელდება
გაყალბებული პოსტი

baia pataraia4 ბაია პატარაიას სახელით მორიგი გაყალბებული პოსტი ვრცელდება

baia pataraia5 ბაია პატარაიას სახელით მორიგი გაყალბებული პოსტი ვრცელდება
ფეისბუქ მომხმარებლები, მათ შორის ანონიმური ანგარიშები, პატარაიას ყალბ პოსტს ავრცელებენ

გარდა ამისა, 8-11 მარტს ბაია პატარაიას სახელით ფეისბუქ გვერდებსა და ანგარიშებზე გავრცელდა (1;2;3) კიდევ ერთი ციტატა, თითქოს მან თქვა, რომ “როცა კაცები სუნთქავენ, ქალები სექსუალურად ვიწროვდებიან”. რეალურად, მსგავსი შინაარსის კომენტარი არ იძებნება მის ფეისბუქ-ანგარიშზე, ასევე, არ დასტურდება ღია წყაროებით. გაყალბებული ციტატა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Factcheck-მა გადაამოწმა.

baia pataraia6 ბაია პატარაიას სახელით მორიგი გაყალბებული პოსტი ვრცელდება
ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული გაყალბებული ციტატა

“მითების დეტექტორს” ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული გაყალბებული პოსტები წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელ Tedo Abashidze-ს ორი ფეისბუქ ანგარიშით, მათ შორის, “მრისხანე ბაბუაწვერას” სახელით (1;2) არაერთი ქართველი პოლიტიკოსისა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების გაყალბებული განცხადება გაუვრცელებია.  

ფეისბუქ-მომხმარებელი Kaxa Buzariashvili ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მითების დეტექტორს მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია.  

ყალბი ინფორმაცია წარსულში ასევე გავრცელებული აქვს ფეისბუქ-მომხმარებელ გიორგი ჭურღულიას. ის ძირითადად ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. 

giorgi tchurghulia ბაია პატარაიას სახელით მორიგი გაყალბებული პოსტი ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist