ყურება თუ კონტროლი ? – ბაია პატარიას მორიგი ყალბი ციტატა ვრცლდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

164
VIEWS

სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაიას შემდეგი ციტატა ვრცელდება (1,2): “არცერთ მამრს არ აქვს უფლება, უყუროს ქალს.” გავრცელებულ პოსტებში პატარაიას ფოტოსა და ციტატას გამოცემა “პრაიმ ტაიმის” ლოგო ადევს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია ამ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. 

baia ყურება თუ კონტროლი ? - ბაია პატარიას მორიგი ყალბი ციტატა ვრცლდება

ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, გამოცემა “პრაიმ ტაიმის” ქარდზე უფლებადამცველის სხვა ციტატა: “არცერთ მამრს არ აქვს უფლება აკონტროლოს ქალი” არის დატანილი.

19 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან მყოფი მამაკაცი კი მოკლა. შემთხვევას ბაია პატარაია საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე პოსტით გამოეხმაურა.

baia 1 ყურება თუ კონტროლი ? - ბაია პატარიას მორიგი ყალბი ციტატა ვრცლდება

პოსტში უფლებადამცველი წერდა, რომ ქალის პირადი ცხოვრების კონტროლის უფლება არავის არ აქვს. სწორედ ამ კონტექსტში პატარაიამ აღნიშნა, რომ “არცერთ მამრს არ აქვს უფლება, აკონტროლოს ქალი!”

ბაია პატარაია, უფლებადამცველი: “არც ერთ მამრს არ აქვს უფლება აკონტროლოს ქალი! შეიგნეთ და შეუშვით ხის თავებში. თქვენი ღირსება თქვენივე სხეულში იწყება და მთავრდება და ის აბსოლუტურად არც ერთ სხვა ადამიანზე არ გადადის და არ ვრცელდება. დაეტიეთ საკუთარ ტყავში და ნუ ხტებით საკუთარი კანიდან, მით უმეტეს სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე”. 

პატარაიას ეს პოსტი გამოცემა “პრაიმ ტაიმმა” საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ამავე გამოცემის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ასევე ქარდი, სადაც პატარაიას პოსტის ერთ-ერთი წინადადებაა დატანილი. სოციალურ ქსელში ყალბი ციტატის გასავრცელებლად ფეისბუქ მომხმარებლებმა სწორედ ეს ქარდი შეცვალეს.

baia 2 ყურება თუ კონტროლი ? - ბაია პატარიას მორიგი ყალბი ციტატა ვრცლდება

ბაია პატარაიას შესახებ დეზინფორმაციებსა და გაყალბებული ციტატებს წარსულშიც ავრცელებდნენ, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist