ითხოვს თუ არა პატარაია მეტროსადგურ ნაძალადევისთვის სახელის გადარქმევას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

319
VIEWS

22 აგვისტოს ფეისბუქ-ჯგუფში ნახალოვკა და ნახალოვკელები უფლებადამცველ ბაია პატარაიას ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც შემდეგი ციტატაა დატანილი: “მეტროსადგურ ნაძალადევს გადაერქვას სახელი და დაერქვას სადგური ნებაყოფლობითი”.

იდენტური ფოტო და ციტატა 2019 და 2020 წლებშიც გავრცელდა.

Screenshot 3 7 ითხოვს თუ არა პატარაია მეტროსადგურ ნაძალადევისთვის სახელის გადარქმევას? Screenshot 4 8 ითხოვს თუ არა პატარაია მეტროსადგურ ნაძალადევისთვის სახელის გადარქმევას?

ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული ციტატა, რომელშიც ის მეტროსადგურ “ნაძალადევის” “ნებყოფლობითად” გადაკეთებას ითხოვს, გაყალბებულია. ციტატა ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა, ის ღია წყაროებში არ იძებნება და პატარაიამ მისი ნამდვილობა თვითონვე უარყო.

ინფორმაცია, თითქოს ბაია პატარაიას მეტროსადგურ ნაძალადევისთვის სახელის გადარქმევა და “ნებაყოფლობითით” შეცვლა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ციტატა, სავარაუდოდ, სატირულია, თუმცა პოსტის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ ის რეალურ განცხადებად ვრცელდება.

ნაძალადევის შესახებ პატარაიას გაყალბებული ციტატა 2020 და 2019 წლებშიც ვრცელდებოდა. 2019 წლის აგვისტოში პატარაიამ ციტატის ნამდვილობა ფეისბუქ-პოსტშიც უარყო.

Screenshot 5 8 ითხოვს თუ არა პატარაია მეტროსადგურ ნაძალადევისთვის სახელის გადარქმევას?

აღსანიშნავია, რომ კომენტარების ველში პატარაიას მისამართით აგრესიული კომენტარებია განთავსებული:

Screenshot 6 ითხოვს თუ არა პატარაია მეტროსადგურ ნაძალადევისთვის სახელის გადარქმევას?

პატარაიას სახელით გაყალბებულ და სატირულ ციტატებს ხშირად ავრცელებენ, რომლებიც ძირითადად პატარაიას საქმიანობას უკავშირდება, მათ შორისაა ძალადობის, ქალებისა და გენდერის თემატიკა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist