ამერიკის და კენიის პრეზიდენტების პრესკონფერენციის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

51
VIEWS

25 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნინო ნინო გამოაქვეყნა 35 წამიანი ვიდეო მტკიცებით, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. პოსტის ავტორი ვიდეოს აღწერაში წერს: “ამ საგიჟეთში ცხოვრობს, “მსოფლიო ბატონი” ქვეყანა. პრესკონფერენცია არც დაწყებულა და უკვე დაამთავრეს. მადლობა ყველას მობრძანებისთვის! ამაზე მეტი სურეალიზმი, ნეტა თუ არსებულა”.

amerikis da keniis prezidentebis preskonpherentsiis shesakheb videomanipulatsia vrtseldeba ამერიკის და კენიის პრეზიდენტების პრესკონფერენციის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ფეისბუქ-მომხმარებელი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. ვიდეოში ჯო ბაიდენისა და კენიის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს მიერ გამართული პრესკონფერენციის ბოლო 35 წამიანი მონაკვეთია ამოჭრილი და მანიპულაციისთვის ისეა გამოყენებული, თითქოს ის სრულად ასახავს პრესკონფერენციას. 

გავრცელებული ვიდეო 2024 წლის 23 მაისს კენიის პრეზიდენტ უილიამ რუტოსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის ბოლო, 35 წამიან მონაკვეთს ასახავს.  სრულ, 31 წუთიან ვიდეოში ჩანს, რომ პრეზიდენტებმა თავიანთ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს (1;2), ხოლო შემდეგ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

amerikis da keniis prezidentebis preskonpherentsiis shesakheb videomanipulatsia vrtseldeba1 ამერიკის და კენიის პრეზიდენტების პრესკონფერენციის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
სქრინშოტი აღებულია გამოცემა C-SPAN-იდან

თეთრი სახლის ცნობით, რუტოს 3 დღიანი ვიზიტის შემდეგ საზეიმო ვახშამი და აღნიშნული ერთობლივი პრესკონფერენცია მიეძღვნა აშშ-სა და კენიის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის 60 წლისთავს. რუტოს ვიზიტი მოიცავდა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განსახილველ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს; კლიმატის შესახებ გადაწყვეტილებებს; მდგრად განვითარებას, ფინანსებს; მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და ა.შ. ასევე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ისაუბრა ახალი ინიციატივების შესახებ, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაზე მთელი მსოფლიოდან, რათა მოხდეს რესურსების მობილიზება განვითარებადი ქვეყნებისთვის. ორი ლიდერი იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას ამ ქვეყნებში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გამოაცხადა „ტექნოლოგიური თანამშრომლობის ახალი ერა” აშშ-სა და კენიას შორის. 

 ლიდერებმა უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, რეგიონში არსებულ უსაფრთხოებასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კითხვა-პასუხის რეჟიმი, დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა, პრესკონფერენციის 31-ე წუთზე კი ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადეს და პრესკონფერენცია დასრულდა. შესაბამისად, 35 წამიანი ამოჭრილი ვიდეოს გავრცელება აჩენს მცდარ აღქმას, რომ პრეზიდენტებმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს და პრესკონფერენცია დაწყებიდან მალევე დაასრულეს.

 აღსანიშნავია, რომ  ჯო ბაიდენის შესახებ ხშირად ვრცელდება უკონტექსტო, მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული ინფორმაცია, რისი მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამერიკის პრეზიდენტის დისკრედიტაციაა. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში ნინო ნინო დეზინფორმაციასა და სხვადასხვა სახის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. „მითების დეტექტორმა” ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარშულში არაერთხელ გადაამოწმა (1;2;3).


ია იაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist