დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

19k
VIEWS

23-24 ივნისს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2023 წელს შექმნილი “უკრაინის განვითარების ფონდის” ფარგლებში 17 მილიონი ჰექტარი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საერთაშორისო კორპორაციებს უკვე გადაეცა. პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ ფონდის შემქმნელმა ლარი ფინკმა, რომელიც ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის ხელმძღვანელია, ამ მიწაზე გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა, რადგან “ძვირფასი სახნავ-სათესი მიწის არამდგრადად გაფლანგვა” შეუფერებელია.  

 იდენტური პოსტები 12 მაისს სხვა რუსულენოვანმა ანგარიშებმაც (1,2) გაავრცელეს. ისინი წყაროდ რუს რეჟისორსა და პროპაგანდისტს ნიკიტა მიხალკოვს ასახელებენ. ერთ-ერთი პოსტი მიხალკოვის გადაცემის ნაწყვეტსაც შეიცავს.

dezinphormatsia thithqos BlackRock is khelmdzghvanelma ukrainuli mitsebi sheisqhida da samkhedroebis dakrdzalva akrdzala დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა

ინფორმაცია, რომ BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინულ მიწაზე უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა, მცდარია და სათავეს სატირული ტელეგრამ არხიდან იღებს. ასევე, მცდარია მტკიცება, რომ 2023 წლისთვის საერთაშორისო კორპორაციებს 17 მილიონი ჰექტარი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჰქონდათ ნაყიდი. უკრაინის კანონმდებლობა უცხოურ კომპანიებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვას უკრძალავს. 

მტკიცება, რომ ამერიკული კომპანია BlackRock-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლარი ფინკმა უკრაინის მიწაზე რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა, რუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და პროპაგანდისტმა ნიკიტა მიხალკოვმაც გააჟღერა. აღნიშნულ ინფორმაციას ვხვდებით 2023 წლის 21 ოქტომბრის გადაცემაში Бесогон ТВ. ვიდეო, რომელსაც ერთ-ერთი ფეისბუქ პოსტი შეიცავს, სწორედ ამ გადაცემიდანაა ამოჭრილი. მიხალკოვი ინფორმაციას ბელარუსულ სამთავრობო გამოცემა Мінская праўда-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის 2023 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებულ სტატიაში ლარი ფინკის ვრცელი ციტატაა მოყვანილი, რომლის მიხედვითაც, ფინკი წუხს, რომ უკრაინელები შავ, სახნავ-სათესად ვარგის ნიადაგს  ირაციონალურად, სასაფლაოებისთვის იყენებენ და უკრაინელებს ახსენებს, რომ ეს მხოლოდ მათი მიწა არაა. სტატიაში ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის.

dezinphormatsia thithqos BlackRock is khelmdzghvanelma ukrainuli mitsebi sheisqhida da samkhedroebis dakrdzalva akrdzala1 დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა

ბელარუსული გამოცემის მიერ მოყვანილი ციტატა ყალბია და ის რუსულენოვან სატირულ ტელეგრამ არხს “Империя очень зла” (იმპერია ძალიან ბოროტია) ეკუთვნის. ინფორმაცია არხზე 2023 წლის 20 სექტემბერს გავრცელდა

dezinphormatsia thithqos BlackRock is khelmdzghvanelma ukrainuli mitsebi sheisqhida da samkhedroebis dakrdzalva akrdzala2 დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა

ტელეგრამ არხის საინფორმაციო ველი შეიცავს გაფრთხილებას, რომ არხზე გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა მცდარი და სატირული შინაარსის იყოს.

dezinphormatsia thithqos BlackRock is khelmdzghvanelma ukrainuli mitsebi sheisqhida da samkhedroebis dakrdzalva akrdzala3 დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა

BlackRock-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფინკმა უკრაინის აღდგენის ფონდის შექმნის შესახებ 2023 წლის იანვარში, “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში განაცხადა. ფონდის მიზანი ინვესტორების მოძიებაა, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და ენერგეტიკის განვითარებას დააფინანსებენ. მტკიცება, რომ უკრაინა აღნიშნულ კომპანიას მიეყიდა, რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, რომელსაც რუსი მაღალჩინოსნებიც აჟღერებენ

ასევე, მცდარია მტკიცება, რომ საერთაშორისო კორპორაციებმა  17 მილიონი ჰექტარი უკრაინული მიწა შეისყიდეს. სინამდვილეში, უკრაინული კანონმდებლობით, უცხოელებს, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებს საწესდებო კაპიტალში წილებისა და აქციების შეძენა, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იურიდიული პირების წევრობა ეკრძალებათ.

იდენტური დეზინფორმაცია 2022 წლის აგვისტოშიც ვრცელდებოდა. უფრო ვრცლად იხილეთ მასალაში: 

წყაროების შესახებ:

რუსულენოვანი ანგარიშები Olga Petkevich, Anastasiya Nogovicyna, Архангел Михаил 

და Robindranat Tagor ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ.

dezinphormatsia thithqos BlackRock is khelmdzghvanelma ukrainuli mitsebi sheisqhida da samkhedroebis dakrdzalva akrdzala4 დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა

არქივი: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist