ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

5.5k
VIEWS

30 მარტს ქართულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) ფეისბუკ ანგარიშებმა, ასევე რუსულმა მედიებმა (Pravda.ru, aif.ru, dnr-news.ru, smotrim.ru, podolyaka.ru) ნატოს საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების თანახმად,  რუსეთის საჰაერო ძალებმა კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის  გამოყენებით უკრაინა-ნატოს ერთობლივ სარდლობასა და საკომუნიკაციო ცენტრს შეუტიეს, რის შედეგადაც 120 მეტრის სიღრმეზე მდებარე საიდუმლო შტაბი განადგურდა. პოსტებში აღნიშნულია ისიც, რომ თავდასხმის დროს ბუნკერში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ნატოს სამხედრო მრჩევლები და ოფიცრები, მსხვერპლთა უმეტესობა კი ბრიტანელები და პოლონელები არიან, ასევე ამერიკელები და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც კომუნიკაციისა და მონაცემთა გადაცემის მიმართულებით მუშაობდნენ. სტატიებისა და პოსტების ნაწილს ინფორმაციის პირველწყაროდ ბერძნული ონლაინ გამოცემა Pronews აქვს მითითებული. ზოგიერთ პოსტს კი აფეთქების ამსახველი კადრიც აქვს დართული.

Screenshot 2023 04 04 125826 ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?

raSistebi ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?

raSistebi1 ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?

raSistebi2 ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?

ცნობა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ნატოს საიდუმლო სამეთაურო ცენტრი დაიბომბა, რის შედეგადაც ნატოს ოფიცრები და სამხედრო მრჩევლები დაიღუპნენ, მტკიცებულებების გარეშეა.  ბერძნულმა გამოცემამ ინფორმაცია 2023 წლის 12 მარტს გაავრცელა, თუმცა მას შემდეგ არც რუსეთის და არც ნატოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ წყაროებს საიდუმლო ბუნკერის განადგურების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.  ამასთანავე, პოსტებზე თანდართული კადრი 2021 წელს სირიაში მომხდარ აფეთქებას ასახავს.  

ინფორმაცია ნატოს სამეთაურო და საკომუნიკაციო ბუნკერის აფეთქების შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ბერძნულ ონლაინ გამოცემაზე Pronews-ზე დაყრდნობით გაავრცელეს.  12 მარტს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსულმა კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითმა რაკეტამ უკრაინაში 130 მეტრის სიღრმეზე მდებარე ნატოს სამეთაურო, საკონტროლო და საკომუნიკაციო ცენტრს დაარტყა. Pronews-ის ცნობით, ბუნკერში  საერთო ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, დაღუპულთა შორის კი ბრიტანელი, პოლონელი და ამერიკელი კერძო კომპანიების წარმომადგენელნი იყვნენ, რომლებიც კომუნიკაციას და მონაცემთა გადაცემას უზრუნველყოფდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მართლაც მიიტანა, თუმცა რუსულ და უკრაინულ ოფიციალურ წყაროებში ნატოს ან დასავლეთის სამხედრო პერსონალზე თავდასხმა არ დასტურდება.

2023 წლის 9 მარტის ღამეს რუსეთმა ბრიანსკის ოლქში 2 მარტს მომხდარი შეტაკების საპასუხოდ უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, “საპასუხო შურისძიება” – იერიშები სამხედრო-სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე საზღვაო და სახმელეთო განთავსების შორი მანძილის მქონე მაღალი სიზუსტის სხვადასხვა სახის იარაღით, მათ შორის კინჯალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით განხორციელდა.

უკრაინის სამხედრო სარდლობის თანახმად,  ქვეყნის საჰაერო ძალებმა 9 მარტს 34 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. ასევე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სარაკეტო იერიში “კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებზე” განხორციელდა. ნატოს ან დასავლეთის სამხედრო პერსონალზე თავდასხმა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ყოფილა ნახსენები. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია უპილოტო საფრენი აპარატების ბაზები, შეფერხებულია უცხოური იარაღის სარკინიგზო ტრანსპორტირება, წყობიდანაა გამოსული სამხედრო ტექნიკის შეკეთებისა და საბრძოლო მასალის საწარმოო ობიექტები.

ინფორმაცია ნატოს მიწისქვეშა ბუნკერის განადგურების შესახებ ამერიკულმა ყოველკვირეულმა ონლაინ გამოცემამ Newsweek-მაც გადაამოწმა. Newsweek-ის გამოძიების თანახმად, ბერძნული Pronews ნატოს ბუნკერის აფეთქების შესახებ არანაირ მტკიცებულებას არ შეიცავს და თავის მხრივ, ვებ-საიტს სენსაციური და შეცდომაში შემყვანი მასალების გამოქვეყნების პრაქტიკა აქვს.  Newsweek ასევე აღნიშნავს, რომ ნარატივი ნატოს “საიდუმლო ბუნკერის” აფეთქების შესახებ  შესაძლოა რუსი სამხედრო ბლოგერებისა და კრემლის პროპაგანდისტებისგან მომდინარეობდეს – 10 მარტს კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის “რეგნუმის” ყოფილმა შეფ-რედაქტორმა იური ბარანჩიკმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად უკრაინაში “ნატოს ჩრდილოვანი შტაბი” დაზარალდა. 

  • არის თუ არა აფეთქების ამსახველი კადრი უკრაინაში გადაღებული?

აფეთქების ამსახველი კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებს ერთვის თან, რეალურად 2021 წელს სირიაში არის გადაღებული. ვიდეო, საიდანაც კადრია ამოჭრილი, 2021 წლის 7 მარტს ფეისბუკ გვერდმა Syria Civil Defence – The WhiteHelmets გამოაქვეყნა. ჩრდილოეთ სირიაში ნავთობის დამტვირთავ ობიექტზე სარაკეტო დარტყმა 2021 წლის მარტში მოხდა, აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 180 სატვირთო მანქანა და ტანკერი კი განადგურდა.

raSistebi34 ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრი                                   2021 წლის 7 მარტს სირიაში აფეთქების კადრი

BBC-ის ჟურნალისტის,  შაიან სარდარიზადეს მიერ 2023 წლის 30 მარტს Twitter-ზე გაავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია რუსეთის მიერ ნატოს საიდუმლო სამეთაურო ცენტრზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, კადრი კი 2021 წელს სირიაში ნავთობის ობიექტზე სარაკეტო დარტყმას ასახავს.

raSistebi5 ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?
სქრინშოთი: Twitter

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნატოს ან აშშ-ის სამხედრო პირები ტყვედ აიყვანეს ან დახოცეს, კრემლის პროპაგანდის ნაწილია და ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ომში ოფიციალურად ჩართულ მხარეებად წარმოაჩენას ისახავს მიზნად. მსგავსი მტკიცება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროების შესახებ

ფეისბუკ ანგარიშების უმრავლესობა, რომელთაც ნატოს სამეთვალყურეო ბაზის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, მცდარ და მანიპულაციურ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. “მითების დეტექტორს” ფეისბუკ მომხმარებლების: ორკი იი, იოსებ სირაბიძე, ფანტინა ფანტინას და მისი სხვა ანგარიშების (ლა ზი, ფანტ ინა) მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია ფეისბუკ მომხმარებელი Boris Dudauri-Giorgadze, რომლიც მცდარი ინფორმაციის შემცველ პოსტებს წარსულშიც ავრცელებდა.

raSistebi6 ააფეთქა თუ არა რუსულმა რაკეტამ ნატოს სამეთაურო ცენტრი უკრაინაში?

არქივის ბმულები 1,2,3,4,5,6,7,8


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist