ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

113
VIEWS

10 აპრილს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუქ-გვერდმა ლიდერი 41, მისმა ადმინისტრატორმა დავით თორდიამ, ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “მეგრელი კონსერვატორი” და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2,) 9 აპრილს გამართული აქციიდან წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, ვიდეოები და ფოტოები გამოაქვეყნეს. პოსტების მიხედვით, ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე იდგა. 3-წამიან ვიდეო-ფრაგმენტში ხარჩილავა ამბობს: “ლაზარე იდგა აქ 89-ში”.

Screenshot 1 4 ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა ddd ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა

3-წამიანი ნაწყვეტი, რომელშიც გია ხარჩილავა ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე იდგა, ვიდეომანიპულაციაა და სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ვიდეოს სრულ ვერსიაში ხარჩილავა ამბობს, რომ 9 აპრილს რუსთაველზე “ბევრი ლაზარე იდგა”, რაშიც სიმბოლურად ახალგაზრდობა იგულისხმება.

გია ხარჩილავას 3-წამიანი ვიდეო 9 აპრილს გამართულ აქციაზე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გაკეთებული კომენტარიდანაა (2:08:30) ამოჭრილი და მასში სრული ციტატა გაყოფილია, რაც მას აზრს უცვლის. ხარჩილავა 9 აპრილზე, როგორც იდეაზე საუბრობდა, ხოლო ლაზარე გრიგორიადისის სახელი მან სიმბოლურად ახსენა და არ უთქვამს, რომ გრიგორიადისი  1989 წლის აქციას პირადად ესწრებოდა. ხარჩილავამ “ლაზარე” ახალგაზრდობის სიმბოლოდ მოიაზრა.

სრული ციტატა არასრული ციტატა
გია ხარჩილავა: ლაზარე იდგა აქ 89-ში, ბევრი ლაზარე იდგა, დღეს ჩვენ ბევრი ლაზარე ვართ აქ. ანუ სიმბოლიკას აქვს მნიშვნელობა და აქ არ გამოვა თამაში და მინდა გითხრათ, რომ მე მონაწილე ვარ 9 აპრილის, თვითონ ვარ მონაწილე 9 აპრილის და მაშინ მარტონი ვიყავით და დღეს ცივილიზებული სამყარო ჩვენთან არის, ანუ მაშინ მარტო ახალგაზრდებს დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო გვიდგას გვერდით. გია ხარჩილავა: ლაზარე იდგა აქ 89-ში.

9 აპრილს პარლამენტის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით გამართული აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა 29 მარტს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იყო. გრიგორიადისს, რომელსაც 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, “აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

წყაროების შესახებ

David Tordia “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ფეისბუქ-გვერდსა და იმავე სახელწოდების ჯგუფს “ლიდერი 41-ს”, ასევე ჯგუფ “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს” მართავს. 

Screenshot 2 4 ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა Screenshot 3 3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა

დავით თორდიას წალენჯიხის მერთან და ასევე სხვა თემებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

მეგრელი კონსერვატორი ანონიმური ფეისბუქ-ანგარიშია, რომელიც საკუთარ იდენტობასა და პერსონალურ ინფორმაციას მალავს. ანგარიში “კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს” მხარდამჭერია და პარტიის ლიდერებისა და ტელევიზია “ალტ-ინფოს” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აზიარებს და აქვეყნებს. მეგრელ კონსერვატორს დეზინფორმაცია წარსულშიც გაურცელებია:

Screenshot 4 3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა

მეგრელ კონსერვატორს დეზინფორმაცია წარსულშიც გაურცელებია:

Screenshot 5 3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს გია ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist