ფოტომანიპულაცია, თითქოს ხაბეიშვილს თავზე სააკაშვილის ტატუ აქვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

118
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუქ-გვერდმა “ქვეყნის მტრები” და ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3,4) გაავრცელეს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ფოტო. აღნიშნულ ფოტოზე ლევან ხაბეიშვილს თავზე მიხეილ სააკაშვილისა და წარწერა “თავისუფლება მიშას” გამოსახულებით ტატუ აქვს.

21 დეკემბერს კრემლისტური ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” გადაცემაში, “დღის კომენტარი” გადაცემის სტუმარმა, ედიშერ გვენეტაძემ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილმა თავზე “მიშას სურათი” დაიხატა.

ედიშერ გვენეტაძე: …ერთი კიდევ რო ჰყავთ, ის შარლატანი, რა ჰქვია, ხაბეო თუ ვიღაცას უძახიან, ლევან ხაბეიშვილი, თავზე რო დაუხატავს მიშას სურათი. აი, საგიჟეთია. ესენი განიხილეთ, ნაციონალური მოძრაობა განიხილეთ, როგორც გიჟთა კრებული. საგიჟეთის კრებულია. თავზე რომ კაცი დაიხატავს მიშას სურათს, იმას ნორმალური ჭანჭიკები აქვს ტვინში?

ლევან ხაბეიშვილის ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. ხაბეიშვილს თავზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ტატუ არ აქვს.

ფეისბუქზე გავრცელებული კადრი ტელეკომპანია “მთავარის” 10 ნოემბრის გადაცემიდან “მთავარი აქცენტებიდან” არის ამოჭრილი. გადაცემის ნახვისას ცხადი ხდება, რომ ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ლევან ხაბეიშვილს თავზე ტატუ არ აქვს, ხოლო მსგავსი ფოტომანიპულაცია მისი დისკრედიტაციისთვის შეიქმნა.

წყაროების შესახებ

ქვეყნის მტრები

ფეისბუქ გვერდი “ქვეყნის მტრები” 2020 წლის 12 თებერვალს შეიქმნა და 6 300-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. გვერდი ოპოზიციის საწინააღმდეგო და მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს.

2022 წელს “ქვეყნის მტრები” პარტია “ლელოს” ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული. “ქვეყნის მტრები” სხვა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებთან ერთად ავრცელებდა პოსტს, რომელშიც ხაზარაძე მევახშედ და თაღლითად იყო მოხსენიებული.

2021 წელს კი ტელეკომპანია “პირველის” ეთერით სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის გავრცელების შემდეგ გვერდი “ქვეყნის მტრები” ბერა ივანიშვილის დასაცავად და ჟურნალისტების საწინააღმდეგოდ წარმოებულ კამპანიაშიც ჩაერთო.

გვერდ “ქვეყნის მტრების” მონაწილეობით წარმოებულ დისკრედიტაციის კამპანიების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

Infoanalytical Ge

გავრცელებულ პოსტებს შორის, ერთ-ერთი ფეისბუქ-ჯგუფში “მიხეილ სააკაშვილის შტაბი” ფეისბუქ-ანგარიშის Infoanalytical Ge მიერ გაზიარებული პოსტის სქრინშოთია. ამჟამად ამ ჯგუფში პოსტი არ იძებნება.

ფეისბუქ-ანგარიშს Infoanalytical Ge საჯაროდ რამდენიმე პოსტი აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც ირაკლი ჯანყარაშვილს და მასთან დაკავშირებულ გამოცემა infoanalytical.ge-ს უკავშირდება. ანგარიში ჯგუფის “მიხეილ სააკაშვილის შტაბის” წევრი 2022 წლის 2 დეკემბრიდანაა.

ფეისბუქ გვერდზე infoanalytical.ge პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი და სხვა ანტიდასავლური პოსტები ქვეყნდება, რომელიც უკრაინას, აშშ-ის ადმინისტრაციას და საქართველოში ამერიკის ელჩს შეეხება.

დავით თორდია

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით თორდია  პროსახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდის, ლიდერი  41-ის ადმინისტრატორია. თორდია ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღდეგო და მადისკრედიტერებელ პოსტებს აქვეყნებს. 2021 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს ფეისბუქში ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური კამპანია მოჰყვა. დავით თორდია კი ერთ-ერთი იყო, ვინც ამ კამპანიის ფარგლებში, კაპიტოლიუმის შტურმზე აპელირებით დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდა.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist