რა შემთხვევაში ითხოვს პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

205
VIEWS

8 მარტს რუსულენოვან პროპაგანდისტულ პორტალზე КРАСНАЯ ВЕСНА ასევე ფეისბუკის რუსულენოვან (1234 ) და ქართულენოვან ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის არაგონივრულად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. КРАСНАЯ ВЕСНА და ფეისბუკ ანგარიშები პოლონურ მედია – Rzeczpospolita-ს ეყრდნობიან.

phulis dabruneba რა შემთხვევაში ითხოვს პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას?

phulis dabruneba1 რა შემთხვევაში ითხოვს პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას?

გავრცელებული ინფორმაცია, პოლონეთის მიერ უკრაინელი ლტოლვილებისთვის არაგონივრულად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ უკრაინელებს მოუწევთ, რომლებმაც პოლონეთი თანხის მიღებისთანავე დატოვეს და 30 დღის განმავლობაში უკან არ დაბრუნდნენ.

8 მარტს პოლონური გამოცემის Rzeczpospolita – ს  ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლონეთის სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ცდილობს უკრაინელი ლტოლვილებისთვის არაგონივრულად გადახდილი თანხები დაიბრუნოს, რადგან ზოგიერთმა მათგანმა პოლონეთი თანხის მიღებისთანავე დატოვა. რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემასა და ზოგიერთ ფეისბუქ ანგარიშზე ინფორმაცია მხოლოდ თანხის დაბრუნებაზე ვრცელდება და არ არის მითითებული, რომ ეს პოლონეთის დატოვებას უკავშირდება, რაც უკრაინელი ლტოლვილების მხრიდან თანხის ხარჯვასა და დაბრუნებაზე მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის.

პოლონური გამოცემის ცნობით, არაგონივრულად განხორციელებული გადახდების ოდენობა 2 მილიონი ზლოტია (დაახლოებით 0,5 მილიონი დოლარი). პოლონეთის სოციალური დაცვის სამსახურის (ZUS) მიერ გათვალისწინებული თანხები და შესაბამისად არაგონივრულად განხორციელებული გადახდების დაბრუნება ეხება პროგრამებს „500+“და „300+“. სხვა ოჯახურ დახმარებაზე არ ვრცელდება. 

ორივე პროგრამის მიხედვით, დახმარებას პოლონეთში ლეგალურად მყოფი თითოეული ბავშვი იღებს.  500+ ითვალისწინებს ოჯახში მეორე და შემდეგი ბავშვისთვის თვეში 500 ზლოტის გადახდას. მაქსიმალური ოდენობაა 12 000 ზლოტია.  პროგრამა “კარგი დასაწყისი”, იგივე 300+ კი სკოლის ასაკის ბავშვების ოჯახებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. წელიწადში ერთხელ 300 ზლოტს იღებს ყველა ოჯახში მცხოვრები თითოეული ბავშვი. 

28 იანვარს, პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინის მოქალაქეების დახმარების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა ძალაში. განახლების მიხედვით, პოლონეთში ლეგალურად მყოფ უკრაინის მოქალაქე ოჯახებს დახმარება შეუწყდებათ, თუ ბენეფიციარი ან ბავშვი, ვისთვისაც შეღავათები იყო მინიჭებული, ქვეყანას დატოვებს და 30 დღის განმავლობაში პოლონეთში არ დაბრუნდება. სოციალურმა სამსახურმა ასევე მიიღო წვდომა საზღვრის დაცვის მონაცემთა ბაზაზე. 

“თუ ეს ადამიანები საზღვრის გადაკვეთიდან 30 დღის განმავლობაში პოლონეთში დაბრუნდებიან, ისინი არ დაკარგავენ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლებას და შეღავათებიც აღუდგებათ” – აღნიშნა პაველ ჟებროვსკიმ, სოციალური დაცვის სამსახურის პრესმდივანმა Rzeczpospolita -თან. 

ცვლილებების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში შეღავათები უკრაინის 3 200 მოქალაქეს შეუჩერდა. გამოცემის ცნობით, უწყებამ 35 000 ზლოტი უკვე დაიბრუნა. დანარჩენის ამოღება კი 2 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. 

წყაროების შესახებ

ფეისბუკ-ანგარიშს Koba Kusiani დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელება. იხილეთ, მითების დეტექტორის სტატია:

ფეისბუკ-ანგარიში Садиков Равшан ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლურ და რუსეთის მხარდამჭერ პოსტებს. მას დეზინფორმაციაც არაერთხელ გაუვრცელებია. 

phulis dabruneba2 რა შემთხვევაში ითხოვს პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist