20 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა სარკრაზმელები ქუჩაში დადგმული საახალწლო განათების ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დროს გაუსწრეს.” განათებაში 2022-ის ნაცვლად შეცდომით 2202-ია გამოსახული.
ფოტოს აღწერა ყალბია, რეალურად ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ მონტენეგროს ქალაქ ულცინშია გადაღებული.
ციფრების არასწორი თანმიმდევრობით დადგმული საახალწლო დეკორაციის ფოტო პირველად 18 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა Neverovali ILI DA-მ შემდეგი წარწერით გაავრცელა: “ბედნიერი ახალი წელი ულცინიდან.”
ფოტო მოგვიანებით სხვადასხვა გასართობმა ფეისბუქ გვერდმა და რამდენიმე მედიასაშუალებამაც გაავრცელა.
გამოცემა RTV21 ულცინის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის დირექტორს დაუკავშირდა. გეზიმ ჰაიდინაგას განმარტებით, დეკორაციის დამონტაჟებისას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეცდომა არ დაუშვიათ, მაგრამ მოგვიანებით წარწერის ციფრები ბავშვებმა გადაადგილეს.
ფეისბუქ გვერდი “სარკრაზმელები” ალტ-ინფოსთანაა დაკავშირებული, ვცრლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რადიკალიზაცია რელიგიის სახელით და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ – ვინ რისთვის იყენებს ღირსების მარშს?
- პრემიერის და ანტი-დასავლური ჯგუფების 7 გზავნილი ევროკავშირის დახმარებასა და სასამართლო რეფორმაზე
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.