აკრძალა თუ არა ევროკომისიამ ტერმინ “ქრისტეშობის” გამოყენება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

20
VIEWS

30 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს: “ქრისტეშობა” აღარ უნდა ახსენოთო, სხვა კონფესიებს შეურაცხყოფს,-ო! ფონ დერლაინმა და ევროსაბჭომ!”. პოსტს რუსულენოვანი სტატიის სქრინები ახლავს, რომლებშიც წერია, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაცია, არამარტო “ქრისტეშობის” ტერმინის გამოყენებისგან თავის შეკავებას მოიცავს, არამედ ისეთი ქრისტიანული სახელებისგანაც, როგორებიცაა მარია და ჯოვანი.

 

"
შორე შანიძის პოსტი კონტექსტის გარეშე და მანიპულაციურია. ევროკომისიაში ინკლუზიური ენის გამოყენების საინიციატივო გზამკვლევი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა ის, დამტკიცების შემთხვევაში, მხოლოდ ევროკომისიის თანამშრომლებს შეეხებოდათ და არა მოქალაქეებს. დოკუმენტი არ კრძალავდა ტერმინ “შობის” გამოყენებას და კონკრეტულად “შობის დღეების” ნაცვლად “დღესასწაულის დღეების” გამოყენების რეკომენდაციას მოიცავდა.

მანიპულაციური და კონტექსტის გარეშეა მტკიცება, თითქოს ევროკომისიამ “ქრისტეშობის” ხსენების საწინააღმდეგო მოწოდება გაავრცელა. რეალურად, ინიციატივა, რომელიც 30 ნოემბერს ევროკომისიამ განხილვიდან ამოიღო, მხოლოდ ევროკომისიის შიდა გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი და მას რაიმე სამართლებრივი ძალა არ ექნებოდა. გარდა ამისა, გამოცემა Ansa-სთან საუბრისას ევროკომისიიდან წყარომ აღნიშნა, რომ ისინი არ კრძალავენ და არც აპირებენ, რომ აკრძალონ სიტყვა “შობის” გამოყენება. ამასთან, ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ შობის აღნიშვნა და ქრისტიანული სახელების გამოყენება და სიმბოლოები ევროპის მდიდარი მემკვიდრეობის ნაწილია.

ევროკომისარ ჰელენა დალის მიერ წარდგენილი გზამკვლევი ევროკომისიის თანამშრომლებისთვის პოლიტკორექტულ და ინკლუზიურ მეტყველებას უწევს რეკომენდიაციას. მაგალითად, დოკუმენტი მოუწოდებს ევროკომისიის თანამშრომლებს არ მიმართონ აუდიტორიას, როგორც “ქალბატონებო და ბატონებო”, ამის ნაცვლად კი გამოიყენონ მიმართვა “ძვირფასო კოლეგებო”.

გარდა ამისა, გზამკვლევში მითითებულია, რომ ყველა ადამიანი ქრისტიანი არ არის და არ უნდა დაასკვნან, რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს ყველა აღნიშნავს. შობასთან დაკავშირებით კი წერია, რომ სასურველია, თუ, მაგალითად, წინადადების “შობის დღეები სტრესულია” ნაცვლად “დღესასწაულის დღეები სტრესულია-ს” გამოიყენებენ. თუმცა, ამასთან ერთად დოკუმენტში წერია, რომ შეუძლიათ გამოიყენონ წინადადება – “მათთვის, ვინც აღნიშნავს, შობას, ხანუქას”.

რაც შეეხება ე.წ ქრისტიანული სახელების გამოყენებას, გზამკვლევის რეკომენდაციით, ზოგადად საუბრისას ან მაგალითების მოყვანისას, სასურველია, არ აირჩიონ ისეთი სახელები, რომლებიც მხოლოდ ერთი რელიგიიდანააა, მაგალითად წინადადება “მარია და ჯონი საერთაშორისო წყვილია” ჩაანაცვლონ წინადადებით “მალიკა და ხულიო საერთაშორისო წყვილია”.

ხაზგასასმელია, რომ გზამკვლევში მოცემული რეკომენდაციები მხოლოდ ევროკომისიის წევრებს შეეხებოდათ და ის ფართო საზოგადოებაზე არ გავრცელდებოდა.

"

გზამკვლევის გამოქვეყნების შემდეგ, იტალიურმა კონსერვატიულმა გაზეთმა  il Giornale-მ დაწერა, რომ ინკლუზიურობის სახელით ევროკომისია აპირებს “შობა გააუქმოს”, რასაც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებისა და ვატიკანის პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ, 30 ნოემბერს ევროკომისიამ დოკუმენტი განხილვიდან ამოიღო.

ინიციატივის ავტორმა ჰელენა დალიმ ტვიტერზე დაწერა, რომ გზამკვლევზე მეტი მუშაობაა საჭირო და ის მის დახვეწას გააგრძელებს.

"

ინკლუზიურ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცებები აქამდეც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist