საპატრიარქოს Error-ი: დაჰაკეს თუ არა საპატრიარქოს საიტი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საპატრიოაქო
328
VIEWS

2020 წლის 17 მარტს saqinform.ge-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს საიტზე კიბერ-შეტევა განხორციელდა. საქინფორმი კიბერშეტევას ახალ კორონავირუსს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ “ლიბერტალიანელები, ლგბტ, ენჯეოები და თეოლოგები” იბრძვიან”. საქინფორმის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საიტი ლიკვიდირებულია და მის ნაცვლად სატანური სურათი ჩნდება. საქინფორმი უთითებს საიტის ბმულს და “სატანური სურათის” ვიზუალს.

1

სააგენტო “საქინფორმის”  მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მცდარი განგაშია. საპატრარქოს საიტი ახლაც ფუნქციონირებს. url მისამართში დამატებითი სიტყვების ჩაწერით კი საიტზე ჩნდება Error-ის (შეცდომის) ნიშანი, რომლის დიზაინად საპატრიარქოს Bubble Pop- ი აქვს შერჩეული.

საქინფორმის მიერ მითითებული ბმული, სადაც შავ ფონზე წითლად მოძრავი 404-ი ჩნდება, ასე გამოიყურება:

2

იდენტური მისამართი საპატრიარქოს ოფიციალური საიტსაც, რომელიც ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

3

ამ ორ ბმულს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქინფორმს ბმულში დამატებული აქვს /geo, ანუ საიტის ქართულენოვანი გვერდი, რომელიც საიტზე არ არსებობს. საქინფორმის ბმულზე 404 სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ ბმულში მითითებული გვერდი არ ფუნქციონირებს, 404 კი გაუქმებული/არარსებული გვერდის სტანდარტული იდენტიფიკაციაა, იგივე Page Not Found (გვერდი არ იძებნება).

თუ საპატრიარქოს საიტის ბმულში ჩვენი სურვილით რაიმე სიტყვას/სიმბოლოს დავამატებთ, ასეთი გვერდის არარსებობს შემთხვევაში, ჩვენს ბრაუზერშიც 404 გამოჩნდება.

4

რაც შეეხება შავ ფონზე წითელ 404-ს, ეს Page Not Found-ის ერთ-ერთი დიზაინია, რომელიც, როგორც ჩანს, საპატრიარქოს საიტის დეველოპერმა თავად აირჩია. google-ის საძიებო სისტემაში 404 designs მოძიების შემთხვევაში, გაუქმებული გვერდის იდენტიფიკაციის საკმაოდ ბევრ და მრავალფეროვან დიზაინს ვიპოვნით.

5

საპატრიარქოს საიტზე არსებული 404-ის დიზაინს კი Bubble Pop ჰქვია, რადგანაც მაუსის წერტილებთან მიტანის შეთხვევაში, მათი გახეთქვაა შესაძლებელი. ეს დიზაინი გამოცემა Time-მა ვებ-გვერდების 10 საუკეთესო Error-ის დიზაინში შეიყვანა.

6
7

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist