“პატრიოტთა ალიანსის” დეზინფორმაცია, თითქოს ნატო და აშშ საქართველოში არც ერთ პროგრამას აფინანსებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

irmairmainashvili-cr-721x405_0
479
VIEWS

2019 წლის 23 აპრილს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ  აშშ და ნატო საქართველოში არც ერთ პროგრამას არ აფინანსებს. ირმა ინაშვილისა და “პატრიოტთა ალიანსის” ს კიდევ ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით,  პროგრამები 100%-ით საქართველოს მიერ ფინანსდება.

ირმა ინაშვილი: „მთელი ეს პროგრამები, რაც არის და ხალხს ჰგონია, რომ ეს არის ამერიკის და ძირითადად, 100 პროცენტით ნატოს დაფინანსებული, სინამდვილეში ეს ესე არ არის. იქ არის თანამონაწილეობა, გრანტებით, უმნიშვნელო, დავით თარხან-მოურავის რეპლიკა: [„ასი პროცენტით ჩვენ ვაფინანსებთ“] მარა ჩვენი დაფინანსებაა 100 პროცენტიანი, პირდაპირ შეიძლება ითქვას.“

პარტიოტთა ალიანსის ლიდერების ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის განცხადებები, თითქოს ნატო და აშშ საქაღტთევლოში არც ერთ პროექტს არ აფინანსებს, დეზინფორმაციაა. აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება სამხედრო სფეროში 2015-2019 წლებში $167  მლნ -ია. ნატო და აშშ აფინანსებენ საქაღთველოს სამხედროების, საზღვაო და სანაპირო ძალების წვრთნებს, სამხედრო კვალიფიკაციის და პროფესიული განათლების ასამაღლებელ პროგრამებს, სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა საჭირო ტექნიკის შეძენას, რაც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

            1. 2015-2019 წლებში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება სამხედრო სფეროში $167  მლნ -ია.

“საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის უსაფრთხოების დახმარების მონიტორის” თანახმად, 2015-2019 წლებში აშშ-ის მიერ  საქართველოსთვის გაწეულმა საგარეო სამხედრო დაფინანსებამ $167 მლნ შეადგინა. 2019 წელს კი აშშ-ის  მიერ გამოყოფილი თანხა კი $35  მლნ-ს შეადგენს.

ამ პერიოდში სამხედრო განათლებისა და ტრენინგისთვის აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხა $10. 8 მლნ დოლარი იყო.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ითვალისწინებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის დახმარებას, მათ შორის „თავდაცვით ლეტალურ დახმარებას”, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და მზადყოფნის გასაძლიერებლად, ასევე ნატო-ს  ძალებთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად, შავ ზღვაში უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი წვრთნების სიხშირის, მასშტაბისა და შემადგენლობის გაზრდის შესასწავლად და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერის, მათ შორის საქართველოს ნატოში საბოლოო წევრობის, დასადასტურებლად.

სამშვიდობო მისიაში ავღანეთში – “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”(Resolute Support)  საქართველოს სამხედროების მონაწილეობას კოალიციის მზადყოფნის მხარდაჭერის პროგრამით (Coalition Readiness Support Program) აშშ აფიანანსებს, რისთვისაც  2010-2018 წლებში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოყო.

ქართველი სამხედროების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სამხედრო სწავლებები. აშშ-ის და მისი პარტნიორების ორგანიზებით,  საქართველო სხვადვასხვა სამხედრო სწავლებებს მასპინძლობს, მათ შორის  „ღირსეული პარტნიორი“(Noble Partner) და „მტკიცე სული“ (Agile Spirit).

აშშ-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები თავდაცვის სფეროში:

აშშ-ს  საგარეო სამხედრო დაფინანსებით:

  • ფინანსდება ამერიკელი კონტრაქტორი კომპანიის (Cubic Application inc) თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომლის პრეროგატივაა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, თავდაცვის დაგეგმვა, პროფესიული სამხედრო განათლება, ლოგისტიკა და რესურსების მართვა.
  • ხორციელდება წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და მისი თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით აღჭურვა, რომელიც მოემსახურება დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს.
  • ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფებისათვის ტაქტიკური კავშირგაბმულობის აღჭურვილობის შესყიდვა.
  • ფინანსდება ამერიკელი კონტრაქტორი კომპანიის General Dynamics Information Technologies (DGIT) მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას დახმარებას უწევს საბაკალავრო კურსის და კაპიტნის საკარიერო კურსის ჩამოყალიბებაში.
  • ფინანსდება ამერიკელი კონტრაქტორი კომპანიის Cubic Application inc-ის მეორე ჯგუფი, რომელიც დახმარებას უწევს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGSC) ჩამოყალიბებაში. Cubic Application inc-ის მესამე ჯგუფი დახმარებას უწევს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის (JCATS) და ტაქტიკური სიმულაციური საშუალებების (MILES) გამოყენება-უზრუნველყოფაში.
  • ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფების აღჭურვა და მათი მომზადება აშშ-ის ინსტრუქტორების მიერ. დამატებით, დაგეგმილია საბრძოლო მომზადების ცენტრის აღჭურვა თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით.

ნატო-ს დახმარება საქართველოს  2016-2019 წლებში:

2019 წლის აპრილში ნატო-მ „შავი ზღვის პაკეტი“ დაამტკიცა. პაკეტის ფარგლებში ტარდება საქართველოს საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნა, ხორციელდება ვიზიტები პორტებში და ხდება ინფორმაციის გაცვლა. გარდა ამისა, ნატო-ს გემები უკრაინულ და ქართულ ხომალდებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ.

2019 წლის 18 მარტს დაიწყო საქართველო-ნატო-ს წვრთნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, კრწანისში. წვრთნაში  მონაწილეობას იღებს 350 ჯარისკაცი ნატოს 21 წევრი 3 პარტნიორი ქვეყნიდან. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package) ფარგლებში ჩატარებული წვრთნების მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

2018 წელს საქართველომ და ნატო-მ გააფორმეს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრს (JTEC) ნატო მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადასცემს.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვა პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის დეკემბერში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის​ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებაც განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და სადამკვირვებლო/საწვრთნელ მისიებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაში, მათ შორის არის       ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსთან თავსებადობა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს ამ მოთხოვნებს, რათა უზრუნველყოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სრული მზადყოფნა აღნიშნულ ოპერაციებში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარჯის დასაფარად, საქართველო პერიოდულად იღებს დახმარებას პარტნიორებისაგან. მაგალითად, აშშ და გერმანია ავღანეთში სამხედროების გადაყვანასთან  დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს.

 

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist