ფინეთის მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას რეალურად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

23 მარტს გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიორგი ქარდავამ ფინელების ნატოში გაწევრიანების განწყობის შესახებ ისაუბრა. ქარდავას თქმით, ფინელების უმრავლესობას ნატოში შესვლა არ სურს და მათთვის არც კი უკითხავთ, უნდოდათ, თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „რა უნამუსოები არიან! ფინელებს საერთოდ არც კი კითხეს, საერთოდ ფინელების უმრავლესობას არ უნდა ნატოში შესვლა. უნდათ ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ცხოვრობდნენ აგერ 100 წელია უკვე ნეიტრალური ქვეყანა იყო, რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დასავლეთთანაც და მაგის შედეგად გამდიდრდნენ.”

alt inpho phinelebze ფინეთის მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას რეალურად?

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფინელების უმრავლესობას ნატოში გაწევრიანება არ სურს, სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო იზრდება და ბოლო გამოკითხვის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობის 78%-მა გამოხატა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანეს.  2022 წლის 29 ივნისს, ნატოს მადრიდის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. თავდაპირველად ფინეთის და შვედეთის ნატოში ინტეგრაციის რატიფიცირება  ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ მოახდინა. 2023 წლის 27 მარტს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება უნგრეთის პარლამენტმაც მოახდინა. 16-17 მარტს ანკარაში ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტიც მხარს დაუჭერს ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს. 

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინელების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების მიმართ 17%-ით გაიზარდა და 78%-ს მიაღწია.  2022 წლის ნოემბერში Finnish Business and Policy Forum EVA-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,  ფინელების დაახლოებით 78%-ს  ნატოს წევრობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ფინეთი ღია უნდა იყოს ნატოს ფარგლებში ყველანაირი თანამშრომლობისთვის, მათ შორის ფინეთში სამხედრო ბაზების არსებობისთვის. გამოკითხვაში, რომელიც 23 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ფინელების 8%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დასავლეთის უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების მიმართ, ხოლო ფინელების 10%-ის პოზიცია ნატოში გაწევრიანებაზე – ნეიტრალურია.

2022 წლის 28-30 მარტს  გამოცემისთვის Helsingin Sanomat ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,  ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ფინელების 61% უჭერდა მხარს. გამოკითხვის შედეგები აჩვენებდა, რომ  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობისადმი საზოგადოების მხარდაჭერა იმაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე გამოცემის დაკვეთით ჩატარებულ წინა გამოკითხვებში. წინა გამოკითხვაში, რომელიც 18-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობა 54%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 7-12 დღის განმავლობაში ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა 7%-ით იყო გაზრდილი, წინააღმდეგობა კი 21-დან 16%-მდე შემცირდა. Helsingin Sanomat-მა ხაზგასმით აღნიშნა,  რომ  ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა არა კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფში, არამედ რესპონდენტთა ყველა ჯგუფში იყო გაზრდილი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, ფინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist