Sputnik-ის კვლევა, თითქოს ევროპელებს და ამერიკელებს ყირიმი რუსეთის ნაწილად მიაჩნიათ, არ იძებნება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

122
VIEWS

2019 წლის 13 მაისს “სპუტნიკ-საქართველოს” რუსულენოვან საიტზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “ევროპელებმა და ამერიკელებმა უპასუხეს, თვლიან თუ არა ისინი ყირიმს რუსეთის ნაწილად”. სპუტნიკ საქართველო აღნიშნავს, რომ კვლევა ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია IFop-მა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელების 34%, ამერიკელების 27%, ფრანგების 37% და გერმანელების 38% ყირიმს რუსეთის ნაწილად განიხილავს.

"

"

  • სპუტნიკ საქართველოს განმარტებით, კვლევა 2019 წლის 9-15 აპრილს ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში. სულ გამოიკითხა 4 010 ადამიანი 18 წელს ზემოთ.
  • სპუტნიკის ცნობით, კვლევა მიეკუთვნება 2015 წლის “Sputnik. Мнения”-ს პროექტს, რომლის მიზანია, გაიგოს აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მცხოვრებთა აზრი აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. გამოკითხვა “მიგაჩნიათ თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილად” 2016 წელსაც ჩატარდა, რომელიც ორგანიზებული იყო Sputnik-ის პარტნიორი კვლევითი კომპანიების, Populus, IFop და Forsa-ს მიერ.

სპუტნიკს გამოკითხვის  პირველწყარო არ აქვს დართული, რაც შეუძლებელს ხდის მკითხველისთვის, გაეცნოს კვლევის მეთოდოლოგიას და სხვა დეტალებს.
“მითების დეტექტორი” შეეცადა მოეპოვებინა ზემოაღნიშნული კვლევა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კომპანია  IFop-ს ვებ-გვერდზე მსგავსი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნებული არ აქვს. “მითების დეტექტორი” ფრანგულ კომპანიას წერილობით დაუკავშირდა და კვლევის დეტალების გაცნობა სთხოვა, თუმცა წერილზე პასუხი არ მიგვიღია.

2016 წელს, სპუტნიკმა იდენტური შინაარსის გამოკითხვა გამოაქვეყნა, რომელიც შემდგომ სხვა რუსულ მედია-საშუალებებშიც გავრცელდა. 2016 წლის კვლევაში სპუტნიკს არ ჰქონდა მითითებული გამოკითხულთა რაოდენობა და არც კონკრეტული კითხვა, რომელიც რესპოდენტებს დაუსვეს. რაც შეეხება 2019 წლის კვლევას, ამჯერად ეს დეტალები სტატიაში აღნიშნულია, რაც მკითხველში კვლევას უფრო დამაჯერებელს ხდის.

3 წლის წინ ამ ფაქტის გადამოწმებას stopfake.org-იც შეეცადა. მათ კვლევის ავთენტურობისა და მეთოდოლოგიის დაზუსტების თხოვნით კვლევით ორგანიზაციებს Populus-სა და IFop-ს მისწერეს, თუმცა მათ stopfake.org-ის ჟურნალისტები უპასუხოდ დატოვეს. ამასთანავე, კვლევა არ იძებნება “Sputnik. Мнения”-ს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან არც ერთის ვებ-გვერდზე.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist