6 თებერვალს, „საქართველო და მსოფლიომ” სტატიაში „საქართველოში მოვლენები დალესის გეგმის მიხედვით ვითარდება” კვლავ გაიმეორა ქართულ ტაბლოიდურ მედია საშუალებებში პოპულარული მითი ე.წ. ალენ დალესის „გეგმის” შესახებ.
აღნიშნული კონსპირაციის მიხედვით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა ალენ დალესმა ცივი ომის დროს შეიმუშავა გეგმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისკენ იყო მიმართული, საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების გზით. „მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, რომ რეალურად ე.წ. “დალესის გეგმად” მხატვრულ ნაწარმოებს, საბჭოთა რომან „მარადიული ძახილს” (Вечный зов) ასაღებდა.
„მარადიული ძახილი” და „დალესის გეგმა”
რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს უვარდება ტყვედ. მას დაკითახვს SS-ის
ოფიცერი, რომელიც პოლიპოვის ძველი ნაცნობი აღმოჩნდება – რუსეთის მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი ლახნოვსკი. ლახნოვსკი პოლიპოვს მოულოდნელად ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს უმხელს. ე.წ „დალესის გეგმის” ტექსტში სწორედ SS-ის ოფიცრის სიტყვებია გამოყენებული (იხ. ინფოგრაფიკა)
1973 წელს, რომანზე დაფუძნებით მხატვრული ფილმი „მარადიული ძახილი” გადაიღეს. ლახნოვსკის მონოლოგი რომელიც ე.წ „დალესის გეგმის” ტექსტშია გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ ფილმის ნაწყვეტიდან.
„დალესის გეგმა” ფართოდ გავრცელებულია რუსულ დისკურსში და ქართული ტაბლოიდური მედიის ერთ ნაწილში.
პირველად კონსპირაცია 1993 წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “ბრძოლა რუსეთისთვის” გამოჩნდა, სადაც ფრაზა რომანიდან ალან დალესის სიტყვებადაა გასაღებული.