სოჭში უკრაინული დესანტის გადასხმის შესახებ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

173
VIEWS

2 ნოემბერს ფეისბუკ ჯგუფში “ქართველი ხალხის მსახური” ყალბმა ანგარიშმა “დაათ ცაბაძემ” სოჭის მისადგომებთან უკრაინული არმიის დესანტირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, უკრაინული არმიის სპეციალური ოპერაციის ძალების “სააკაშვილის სახელობის პოლკმა” დესანტირება სოჭის მისადგომებთან განახორციელა.  “დაათ ცაბაძის” მტკიცებით, საზღვაო ქვეითები გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებენ ოკუპანტებთან, რომლებიც უკან იხევენ. 

Screenshot 2023 11 03 153325 სოჭში უკრაინული დესანტის გადასხმის შესახებ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობა, თითქოს სოჭის მისადგომებთან “სააკაშვილის სახელობის პოლკმა” დესანტი გადასხა, არც ერთ სანდო წყაროში არ იძებნება, ხოლო ფოტო 2017 წლისაა.

გავრცელებული ინფორმაცია სოჭის მისადგომებთან დესანტირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ფეისბუქ ანგარიში ავრცელებს, თუმცა ფეისბუქ ჯგუფში, სადაც აღნიშნული ცნობები გავრცელდა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მას რეალურ ინფორმაციად აღიქვამენ. “მიხეილ სააკაშვილს სახელობის პოლკი”, რომელიც უკრაინული არმიის ნაწილია, არ არსებობს, ხოლო ფოტო, რომელიც პოსტს თან ერთვის და სოჭის მისადგომებთან დესანტის გადასხმას უნდა ასახავდეს, 2017 წელს არის გადაღებული. 

Screenshot 2023 11 03 153331 სოჭში უკრაინული დესანტის გადასხმის შესახებ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „დაუმორჩილებელი სტაბილურობა-2017“ ფარგლებში საბორნე გადაკვეთა განახორციელეს. ერთ-ერთ პორტში ჯარებმა საზღვაო ნაწილები გადმოტვირთეს საშუალო სადესანტო გემიდან „იური ოლეფირენკო“. გარდა ამისა, საზღვაო ქვეითებმა საარტილერიო დანაყოფების ჩართულობით ტაქტიკური წვრთნა ჩაატარეს.

Screenshot 2023 11 03 153417 სოჭში უკრაინული დესანტის გადასხმის შესახებ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია
პოსტი და ფოტოები: Генеральний штаб ЗСУ

რაც შეეხება ფეისბუკ ჯგუფს “ქართველი ხალხის მსახური”, ის 2023 წლის 22 მარტს შეიქმნა და ჯგუფის თავდაპირველი სახელწოდება “მიხეილ სააკაშვილი და დავით არახამია საქართველოსთვის” იყო, 2023 წლის სექტემბერში კი “ქართველი ხალხის მსახური” გახდა. ჯგუფი, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, თუმცა მასში პოსტების განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Screenshot 2023 11 03 153430 სოჭში უკრაინული დესანტის გადასხმის შესახებ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

წყაროს შესახებ

დაათ ცაბაძე პრორუსი ტროლია, რომელიც სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. 2021 წლის თებერვალში კი ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ამერიკულ დემოკრატიას აკრიტიკებდა. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს წარსშულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist