სოციალურ ქსელში (1, 2) ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის შემდეგი ციტატა “ჟიული შარტავას ეროვნული გმირობის საკითხი გადასახედია. ჩვეულებრივი კორუპირებული ჩინოვნიკი იყო, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია” ვრცელდება.
გავრცელებული ციტატა ყალბია. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ბერძენიშვილმა იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ციტატის ნამდვილობა ბერძენიშვილმაც უარყო.
ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ბერძენიშვილმა ჟიული შარტავას ეროვნული გმირობის საკითხის შესახებ იდენტური ან მსგავსი აზრი გამოთქვა.
“მითების დეტექტორი” ლევან ბერძენიშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ეს გაყალბებული ციტატა სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელდებოდა და ის მას არ ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებამ (mix.metromone, resonancedaily, split.spnews, digest.pia) ბერძენიშვილის ამ ყალბი ციტატის შესახებ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ლაშა ამირეჯიბის ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ამირეჯიბი ბერძენიშვილს ჟიული შარტავას ეროვნული გმირობის ეჭვქვეშ დაყენების გამო აკრიტიკებს და “საბჭოთა სუკ-ის” აგენტობაში ადანაშაულებს. პოსტის შემდეგ ამირეჯიბმა ბერძენიშვილის ყალბი ციტატაც გააზიარა.
თავიანთ მასალებში მედიასაშუალებებმა ამირეჯიბის გამოხმაურება ბერძენიშვილის ყალბი ციტატის გარეშე გამოაქვეყნეს.
“მითების დეტექტორმა” ლევან ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატები წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- როგორ გააყალბა “ქართული მარშის” წევრმა ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტი?
- ბერძენიშვილის ციტატები ვაჟა-ფშაველას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.