დოიჩე ველეს სახელით ვიზუალური მანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

525
VIEWS

2023 წლის 19 თებერვალს ფეისბუქის რუსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამტკიცებს, რომ “Deutsche Welle”-ს (დოიჩე ველე) სიუჟეტში ნაჩვენებ რუკაზე რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარი წაშლილი იყო. ამის დასტურად პოსტის ავტორმა გამოაქვეყნა ფოტო Deutsche Welle-ს ლოგოთი, სადაც უკრაინა მართლაც რუსეთის ნაწილად არის წარმოდგენილი.

doiche veles sakhelith vizualuri manipulatsia vrtseldeba დოიჩე ველეს სახელით ვიზუალური მანიპულაცია ვრცელდება

 

გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. რეალურად,  “Deutsche Welle”-ს სიუჟეტში რუსეთ-უკრაინის საზღვარი წაშლილი არ არის და გავლებულია ისე, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გავრცელებული ფოტო, თავდაპირველად რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. აღსანიშია, რომ ზოგიერთი მათგანი სიუჟეტიდან ამოჭრილ ვიდეოსაც აზიარებს, სადაც რუსეთ-უკრაინის საზღვარი წაშლილია და გავრცელებული ფოტოც სწორედ ამ ნაწილიდან არის ამოღებული. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორმა” “Deutsche Welle”-ს მიერ გამოქვეყნებული ორიგინალი სიუჟეტი მოიძია, რომელშიც საუბარია აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ბირთვულ შეიარაღებაზეა საუბარი, კონკრეტულად ამ ნაწილში კი მოცემულია ის ადგილები, სადაც ევროპის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღია განლაგებული. ავთენტურ ვიდეოში, უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვარი ცხადად ჩანს და ის ისევეა გავლებული, როგორც ეს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებშია დადგენილი. 

doiche veles sakhelith vizualuri manipulatsia vrtseldeba 1 დოიჩე ველეს სახელით ვიზუალური მანიპულაცია ვრცელდება

ფეისბუქისა და ტელეგრამის რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ “დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. აღსანიშნია, რომ მათი უმრავლესობა უკრაინის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist