“დოიჩე ველეს” სახელით უკრაინელ ლტოლვილებზე გაყალბებული სტატია ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

360
VIEWS

27 ოქტომბერს რუსულენოვანმა ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა, Oleg Dor, გერმანიის საერთაშორისო მაუწყებლის – “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ერთ-ერთი სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. სტატიის სქრინშოტს თან ერთვის ოთხი ახალშობილის ფოტო, სათაურში კი ვკითხულობთ: “გერმანიაში უკრაინელებმა დაიწყეს შვილების გაჩენა არაბებისგან და არ დაელოდნენ ქმრების ფრონტიდან დაბრუნებას”. სტატიის თანახმად, უკრაინელი ლტოლვილები, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მიზნით, ბავშვებს თურქებისგან და არაბებისგან აჩენენ. სტატიის მიხედვით, ორსული უკრაინელები სამშობიაროებში უფასო სამედიცინო დახმარებას ითხოვენ. სტატიის ავტორად ელენა დოჟინაა მითითებული, გამოქვეყნების თარიღად კი 2023 წლის 31 მაისი წერია.

Screenshot 2023 10 30 094835 “დოიჩე ველეს” სახელით უკრაინელ ლტოლვილებზე გაყალბებული სტატია ვრცელდება 

“დოიჩე ველეს” სახელით გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია. ელენა დოჟინას ავტორობით ავთენტიკური სტატია ეხება გერმანიაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას და მასში უკრაინელი ლტოლვილები გაყალბებულ ვერსიაში მოცემული კონტექსტით არ არიან მოხსენიებულნი. 

“დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდზე სტატია გერმანიაში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციაზე 2023 წლის 31 მაისს გამოქვეყნდა. სტატიის სათაურში ვკითხულობთ: “გერმანიაში დემოგრაფიული სიტუაცია გაუმჯობესდა”. სტატიის ავტორი ელენა დოჟინაა და სტატიის გაყალბებულ ვერსიაშიც სწორედ მისი გვარია მითითებული. ვებსაიტზე ჟურნალისტის ავტორობით არაერთი სტატია იძებნება, თუმცა არცერთ მათგანში უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გაყალბებული ვერსიის ანალოგიური სათაურის ან შინაარსის ინფორმაცია არაა მოცემული. 

ავთენტიკურ სტატიაში განხილულია დემოგრაფიული სიტუაცია გერმანიაში, სადაც ბავშვების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულ სტატიაში მოხსენიებულნი არიან უკრაინელი ლტოლვილებიც, თუმცა განსხვავებულ კონტექსტში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდგომ, გერმანიამ მილიონზე მეტი უკრაინელი მიიღო და მათ მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინელი ბავშვები შეადგენდნენ. თუმცა, სტატიის თანახმად, გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში უკრაინელი ლტოლვილები არ არიან გათვალისწინებული

Screenshot 2023 10 30 094842 “დოიჩე ველეს” სახელით უკრაინელ ლტოლვილებზე გაყალბებული სტატია ვრცელდება  Screenshot 2023 10 30 094847 “დოიჩე ველეს” სახელით უკრაინელ ლტოლვილებზე გაყალბებული სტატია ვრცელდება 
ავთენტიკური სტატია “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდიდან გაყალბებული სტატია

უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გაყალბებულ სტატიაში მოცემული ინფორმაცია არც სხვა მედიაში გავრცელებულა. 

“დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული სტატია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გამოუვლენია. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Oleg Dor პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც გამოუქვეყნებია.


მოამზადა აქსანა ახმედოვამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist