ეცვა თუ არა მესის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისური?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2k
VIEWS

29 სექტემბერს რუსულენოვან ჯგუფში I LOVE RUSSIA 🪆 არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის ფოტო გავრცელდა. მესის ბარსელონას მაისური აწეული აქვს და მის შიდა მაისურზე ვლადიმერ პუტინია გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ცნობილი ფეხბურთელი რუსეთის პრეზიდენტს უჭერს მხარს.

mesi da putini ეცვა თუ არა მესის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისური?

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტო 2007 წლის 10 მარტს საფეხბურთო კლუბების “ბარსელონას” და “მადრიდის რეალის” მატჩის მიმდინარეობისას არის გადაღებული. ლიონელ მესიმ პირველი გატანილი გოლის შემდეგ გუნდის მაისური აიწია და წარწერა “Fuerza Tio” გამოაჩინა, რაც ესპანურიდან ითარგმნება, როგორც “გამაგრდი, ბიძია”. მესის განმარტებით, ამით მას ბიძის გამხნევება სურდა, რომელსაც მამა გარდაეცვალა.  

ლიონელ მესის ფოტო 2007 წლის 10 მარტს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის (პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ესპანური კლუბებისთვის – La Liga) ერთ-ერთ მატჩზეა გადაღებული, რომელშიც ერთმანეთს ორი კლუბი – “ბარსელონა” და “მადრიდის რეალი” დაუპირისპირდნენ

აღნიშნული მატჩი La Liga-ს ოფიციალურ იუთუბ არხზეა განთავსებული. მესიმ პირველი გოლი მატჩის მეთერთმეტე წუთზე გაიტანა და მაისურიც სწორედ ამ გოლის აღსანიშნად აიწია. შეხვედრის ჩანაწერში გარკვევით ჩანს, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მაისურზე არა პუტინის გამოსახულება, არამედ ესპანურენოვანი წარწერა “Fuerza Tio” აქვს დატანილი:

mesi da putini 1 ეცვა თუ არა მესის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისური?

mesi da putini 2 ეცვა თუ არა მესის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისური?

უშუალოდ გოლის მონაკვეთი La Liga-ს ოფიციალურ ტვიტერის გვერდზეც შეგვიძლია ვნახოთ. 

თამაშის შემდეგ ლიონელ მესიმ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მაისურზე დატანილი წარწერით ბიძის გამხნევება უნდოდა, რომელსაც წინა დღეს მამა გარდაეცვალა. 

მესის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ჯგუფში I LOVE RUSSIA 🪆 ანგარიშმა Для России Для Путина გაავრცელა. ჯგუფში ძირითადად კრემლის პროპაგანდისტული გზავნილები და ვლადიმერ პუტინის ფოტოები ვრცელდება. აღნიშნულ ჯგუფში გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: არგენტინა, ესპანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist