გერმანელები თუ რუსული დიასპორა – ვინ გამართა რუსეთის მხარდამჭერი აქცია გერმანიაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

327
VIEWS

5-7 სექტემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გერმანიაში გამართული აქციის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს, რასთან დაკავშირებითაც ამტკიცებდნენ, რომ აქცია გერმანელებმა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით გამართეს. იდენტური ვიდეო გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ ჯგუფებშიც (1,2). ვიდეოში აქციის მონაწილეებს რუსეთის დროშა უჭირავთ.

ამავე აქციის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო რუსულენოვან ჯგუფში I LOVE RUSSIA გამოქვეყნდა. თანდართული აღწერის მიხედვით, გერმანელები აქციაზე უკრაინაში იარაღის გაგზავნის, რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისა და ნატოს წინააღმდეგ გამოვიდნენ და ასევე “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სასწრაფოდ ამოქმედებას ითხოვდნენ. 

აქციის ამსახველი ორი ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, 4 სექტემბერს გერმანიის ქალაქ კელნში რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა რუსულმა დიასპორამ გამართა. აღნიშნული აქციის პარალელურად ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. 

გავრცელებული ვიდეოები 4 სექტემბერს გერმანიის ქალაქ კელნში გამართულ მსვლელობას ასახავს, რომლის ორგანიზატორიც გერმანიაში რუსული დიასპორა იყო. აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 2000-მდე იყო,  რუსეთისა და გერმანიის დროშებით ხელში კელნის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მოხსნას მოითხოვდნენ. მონაწილეებს ასევე ეკავათ ბანერები, რომლებზეც წითლად გადახაზული სამხედრო ტექნიკა და იარაღი იყო გამოსახული. 

ინფორმაციის გადამოწმებაში გეოლოკაცია და გავრცელებული ვიდეოს 4 სექტემბერს გადაღებულ სხვა კადრებთან შედარება გვეხმარება. გავრცელებული ვიდეოებიდან ერთ-ერთი მსვლელობა მონაწილეთა კელნის საკათედრო ტაძრისკენ გადაადგილებას ასახავს. ვიდეოს 33-ე წამზე კადრში ვხედავთ წარწერას Excelsior, რომელიც სასტუმრო Excelsior Hotel Ernst-ის დასახელების ნაწილია. სასტუმრო კელნის საკათედრო ტაძართან ახლოს მდებარეობს

ხოლო ჯგუფში I LOVE RUSSIA გავრცელებული ვიდეო მსვლელობის სხვადასხვა მონაკვეთის კადრებს აერთიანებს. ვიდეოს 22-ე წამზე კადრში კელნის საკათედრო ტაძარსაც ვხედავთ: 

რუსეთის დიასპორის მსვლელობის პარალელურად კელნში უკრაინის მხარდამჭერებმა კონტრაქცია გამართეს. ორი აქციის მონაწილეები მსვლელობის რამდენიმე მონაკვეთში, მათ შორის კელნის საკათედრო ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist