რობოტი თუ რიში სუნაკი – ვინ ჩანს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

136
VIEWS

19 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნინი ხუნდაძე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტთან ერთად ჩანს. ერთ-ერთ კადრში ზელენსკი რობოტს “ბატონი პრემიერ-მინისტრით” მიმართავს. ვიდეოზე განთავსებული ტექსტით მიხედვით, ახალი “რობოტი სამეფო ძალა” უკვე უკრაინაშია. ნინი ხუნდაძე წერს, რომ ვიდეო ერთ-ერთ ამერიკულ “გამოსაღვიძებელ” არხზე გაავრცელეს.

Screenshot 2023 07 21 122318 რობოტი თუ რიში სუნაკი - ვინ ჩანს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად?

გავრცელებული პოსტი ვიდეოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო დამუშავებულია და მასში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის ნაცვლად რობოტის გამოსახულებაა ჩასმული, სწორედ ამიტომ, მას ზელენსკი “პრემიერ-მინისტრით” მიმართავს. 

ვიდეო თავიდაპირველად ტიკ-ტოკის ანგარიშზე, სახელწოდებით animatronic3d-ზე გამოქვეყნდა. ანგარიშს მითითებული აქვს, რომ მისი მფლობელი 3D ვიზუალებს ქმნის, რომლებიც ვიდეოების სახით აქვს გამოქვეყნებული. სხვა ვიზუალებთან ერთად, ანგარიშზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და რიში სუნაკის რამდენიმე დამუშავებული ვიდეოც არის გამოქვეყნებული, რომლებშიც სუნაკი რობოტითაა ჩანაცვლებული.

Screenshot 2023 07 21 122325 რობოტი თუ რიში სუნაკი - ვინ ჩანს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად?Screenshot 2023 07 21 122333 რობოტი თუ რიში სუნაკი - ვინ ჩანს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად?

ნინი ხუნდაძის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, რასაც ტელევიზორში გვაჩვენებენ, რეალური არაა და მაგალითად, ამ ვიდეოში ზელენსკი რობოტთან ერთადაა და არა რიში სუნაკთან. ორიგინალი ვიდეო ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალშია გადაღებული, როცა ზელენსკი და სუნაკი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნიან.

Screenshot 2023 07 21 122339 რობოტი თუ რიში სუნაკი - ვინ ჩანს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად?

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინი ხუნდაძე “კონსერვატიული მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის, ალტ-ინფოს მხარდამჭერია. სხვადასხვა თემაზე ის ხშირად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომელიც “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist