ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება  

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

491
VIEWS

18 ოქტომბერს პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გამოაქვეყნა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ შვილის გაჩენით ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ვიდეოს ნაწყვეტში ვისმენთ: “შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია. მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ”. 

Screenshot 2023 10 20 123509 ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება  

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. ნინია კაკაბაძის ციტატა ისეა დაჭრილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის შვილის გაჩენას შეცდომად აფასებს. რეალურად, კაკაბაძე ამბობს, რომ შვილი 17 წლის ასაკში, ადრეული ქორწინების შემდეგ გააჩინა და შეცდომა სწორედ ეს იყო.  

გავრცელებული ციტატის მოჭრილი სახით გამოქვეყნება ნინია კაკაბაძის დისკრედიტაციას ემსახურება. ანგარიში “შიინ ევროპისკენ” დამატებით წერს, რომ კაკაბაძე “ლგბტ პროპაგანდისტია”.

გადაცემა, რომლიდანაც ფეისბუქ-ანგარიშის მიერ გავრცელებული მანიპულაციური ხასიათის ვიდეოა ამოჭრილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში 14 ოქტომბერს გავიდა (1;2). გადაცემა “მე-17 სართულის” სტუმრები ადრეულ ქორწინებას განიხილავდნენ, როდესაც ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ 16 წლის ასაკში დაოჯახდა და 17 წლისას უკვე შვილი ჰყავდა, რაც, მისი შეფასებით, ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც ცხოვრებაში დაუშვია. ეს ნაწილი ამოჭრილია და ცალკე ვიდეოდ დევს გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.  

Screenshot 2023 10 20 123520 ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება  

სრული ციტატა გავრცელებული დაჭრილი ციტატა
“ის, რაც შეძლო ჩინარამ (გადაცემის სტუმარი, რომელმაც ადრეულ ქორწინებაზე უარი თქვა), მე ვერ შევძელი, 16 წლის ასაკში მე გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე – ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია, რომლის გამოსწორებაც შემდეგ იყო შეუძლებელი. იმიტომ არა, რომ ჩემი მაშინდელი მეუღლე რამით ცუდი იყო, ძალიან კარგი ადამიანია, დღესაც ძალიან მიყვარს და ჩვენ მეგობრები ვართ, მყავს შვილი, მეგობრები ვართ დღეს, ამაში არ არის საქმე, უბრალოდ, 16 წლის ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე ამ  დანაშაულის ჩადენისგან არავინ არ შემაჩერა. იმიტომ, რომ ვიყავი პატარა, გარკვეულწილად, სულელი, ჩემდანებურად აღმოვჩნდი მსხვერპლი საყოველთაოდ გამეფებული დანაშაულის, რომელიც 90-იან წლებში მართლაც ნორმად ითვლებოდა. მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა იმ ბნელ 90-იანებში, იმიტომ, რომ კი, ყველასგან იყო წაქეზებული. არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ, ისეთივე ადამიანები ვართ ქალები, როგორც კაცები, ისევე გვჭირდება განათლება, სწავლა, მუშაობა – თუ მეტი არა, რა თქმა უნდა”. “შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია. მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ”.

  მოზარდის მკვლელობა საგარეჯოში

გადაცემა “მე-17 სართულის” სტუმრები და წამყვანები საქართველოში ადრეულ ქორწინებას განიხილავდნენ. გადაცემა გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში 14 წლის გოგო 27 წლის “ქმარმა” მოკლა. პროკურატურის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობამდე სახლიდან გაიქცა და დახმარება დედას სთხოვა, თუმცა მან “ქმართან” დააბრუნა. საქმეზე დაკავებული არიან მკვლელობაში ბრალდებული, ასევე, მისი ბიძა და ბიძაშვილი. დაკავებულია მოკლულის ბიძაც, ბრალი აქვს წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა დედასაც, რომელიც, ბრალდების მხარის ცნობით, ნიშნობის ინიციატორი იყო.

წყაროს შესახებ 

ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა, მედია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist