ვინ ავრცელებს მანიპულაციურად ენტონი ფაუჩის ინტერვიუს კორონავირუსზე ტესტირებაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

7 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელი დოქტორი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსისთვის ტესტირებას არ ჩაიტარებს. ფაუჩი ამის მიზეზად უსიმპტომობასა და სოციალური დისტანციის დაცვას ასახელებს. პოსტის ბოლოს გოჩა ჩუმაშვილი თავის მეგობრებს მოუწოდებს, ტესტი არ გაიკეთონ.

;

გოჩა ჩუმაშვილის გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია. ვიდეო პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის 15 მარტს არის გადაღებული და თარიღის მითითების გარეშე ვრცელდება. ვიდეო ფაუჩის პოზიციას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. თავისი პასუხის ბოლოს ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ტესტს გაიკეთებდა, თუ სარისკო სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.

ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსზე ტესტირების შესახებ განცხადება პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის 15 მარტს CNN-ის ეთერში სტუმრობისას გააკეთა.  მან შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა ტესტის გაკეთებას, უპასუხა, რომ სიმპტომები არ ჰქონდა და სოციალურ დისტანციას იცავდა, თუმცა რისკის შემთხვევაში ტესტს გაიკეთებდა:

ენტონი ფაუჩი, 2020 წლის 15 მარტი: “მე სიმპტომები არ მაქვს, მიზეზი არ მაქვს,  ტესტი გავიკეთო, სოციალურ დისტანციას კარგად ვიცავ, თუ მაღალი რისკის შემცველ სიტუაციაში აღმოვჩნდები, ტესტს გავიკეთებ.”

ამ კომენტარიდან მალევე 2020 წლის 5 აპრილს ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და მისი პასუხი ნეგატიური იყო.

2020 წლის მაისში ფაუჩიმ კორონავირუსის ტესტი კიდევ ერთხელ მაშინ ჩაიტარა, როცა მისი გუნდის ერთი წევრი დაინფიცირდა. ფაუჩის პასუხი მაშინაც ნეგატიური იყო, თუმცა თვითიზოლაციაში გადავიდა.

აღსანიშნავია, 2020 წლის მარტში, ანუ მაშინ როცა ფაუჩიმ ტესტირების შესახებ გოჩა ჩუმაშვილის მიერ გავრცელებული კომენტარი გააკეთა,  ჯერ კიდევ ცოტა რამ იყო ცნობილი კორონავირუსის უსიმპტომო გავრცელების და შესაბამისად, მასობრივი ტესტირების საჭიროების შესახებაც. თავად ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის ნოემბერში თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ტესტირებების აუცილებლობის შესახებ ხელისუფლებასთან მეტი უნდა ესაუბრა და აშშ-ს იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება იწყებოდა, მასობრივი ტესტირებები უნდა ჩატარებულიყო.

კორონავირუსის ტესტირების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არა ერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist