საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

614
VIEWS

11 აგვისტოს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “ნამდვილი ამბები” ე საფრანგეთიდან დაბრუნებული ორი მოქალაქის შესახებ, რომლებიც ორ კვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ PCR ტესტის გაკეთებაზე უარს აცხადებდნენ, სიუჟეტი გავიდა. ტელევიზიამ მოქალაქეების მამის, კახაბერ კაპანაძის კომენტარიც გააშუქა. მისი მტკიცებით, ტესტირების ჩატარების შემდეგ ადამიანები ცუდად გახდნენ,  საფრანგეთიდან დაბრუნებული მისი შვილები კი სწორედ ამის გამო შეშინდნენ და  ტესტირების ჩატარებაზე უარს აცხადებენ.  მან, ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთში და ინგლისში ტესტების საშუალებით ადამიანების ხელოვნურ დაინფიცირებას ჰქონდა ადგილი და ამიტომ “ჩინურ დაინფიცირებულ” ტესტებს უნდობლობას უცხადებს.

2

ობიექტივი, კახაბერ კაპანაძე, მოქალაქე: „ესპანეთში, ინგლისში მოხდა ხელოვნურად დაინფიცირება ადამიანების, ამიტომ ჩვენ, არავიზე ეჭვი არა გვაქვს, ჩვენს მთავრობას პატივს ვცემთ, მაგრამ სამართლიანი ეჭვი გვაქვს და არ ვენდობით ამ ჩინურ დაინფიცირებულ ტესტებს.“

სიუჟეტში, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის პოზიციაა წარმოდგენილი, ასევე შეიცავს დეკანოზ გიორგი ასათიანის კომენტარს შეიცავს, რომელიც აცხადებს, რომ ახალგაზრდები ჯანმრთელად არიან და ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს.

“ობიექტივის” ეთერში რესპოდენტის განცხადება, თითქოს კოვის-19-ის ტესტი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის  და ესპანეთსა და ინგლისში ტესტების საშუალებით ადამიანების ხელოვნურად დაინფიცირება ხდებოდა, დეზინფორმაციაა.  PCR ტესტისათვის ნაცხის აღების პროცესში ნაცხის ასაღები ჩხირით ტვინის გარსის და სისხლძარღვოვანი ბარიერის დაზაინება შეუძებელია. ესპანეთსა და ინგლისში კი ტესტირებისას მოსალხეობის დაინფიცირება არ მომხდარა. ტესტირებებთან დაკავშირებული ერთადერთი პრობლემა მისი სიზუსტე იყო. 

  • PCR ტესტის პროცედურა ჯანრმთელობისათვის სახიფათო არ არის, რადგან ნაცხის ასაღები ჩხირით ტვინის გარსის და სისხლძარღვოვანი ბარიერის დაზაინება შეუძებელია.

არის თუ არა საშიში საშიში PCR ტესტის გაკეთება? 

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) თანახმად, მოლეკულური ტესტის (PCR ტესტის)  ჩატარება უმეტესწილად ცხვირის ან პირის ღრუს ნაცხის აღებით, ან გარკვეულ შემთხვევაში – ნერწყვის სინჯით ხდება.

თეორიულად, სინჯის აღების პროცესში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მხოლოდ ჰემატოენცეფალური ბარიერის (ტვინის გარსი და სისხლძარღვოვანი ბარიერი) დაზიანებით არის შესაძლებელი, რაც ამ პროცედურის ფარგლებში წარმოუდგენელია.

BBC-ს თანახმად, იმისთვის რომ ნაცხის ასაღებმა ჩხირმა   ჰემატოენცეფალურ ბარიერამდე შეაღწიოს, მან  რამდენიმე ძვლოვანი, სხვადასხვა ქსოვილის ფენა და სისხლძარღვები უნდა გაიაროს. თითოეული მათგანი ხსენებულ ბარიერს იცავს და  ნაცხის ჯოხით მისი დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ბრიტანული ნეირომეცნიერების ასოციაციის საბჭოს წევრმა, Dr. Liz Coulthard-მა განაცხადა, რომ ნევროლოგიურ პრაქტიკაში COVID-19 ნაცხის აღებით გამოწვეულ გართულებებს ადგილი არ ქონია.

factcheck AFP-ი ამ თემაზე იმუნოლოგს და ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პროფესორს John Dwyer-ის ესაუბრა, რომლის  განცხადებით, ნაცხის ასაღები ჩხირი  ჰემატოენცეფალურ ბარიერზე არ თავსდება და შესაბამისად,  არც მას და არც ჩვენს ნერვულ სისტემას საფრთხეს არ უქმნის.

მელბურნის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის John Mathews-ის თქმით, ვირუსებზე ტესტირებისთვის ან ლაბორატორიული ანალიზისთვის ყელ-ცხვირიდან ნაცხის აღება წლებია მიმდინარეობს და აპრობირებული პრაქტიკაა.

დეზინფორმაცია, თითქოს ტესტები საშიშია და შესაძლებელია,ჯანმრთელობის გარკვეული პრობლებები გამოიწვიოს, დასავლურ სოც. მედიაში ვირუსულად გავრცელდა.  BBC-მ,  factcheck AFP-მ და Reuters-მა ამ დეზინფორმაციის უარყოფის მიზნით მასალებიც გამოაქვეყნეს.

რას წარმოადგენს PCR ტესტი?

RT-PCR მოლეკულური ტესტი არის ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ორგანიზმში კორონა ვირუსის არსებობის დასადგენად გამოიყენება, მას ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) თანახმად, მისი საშუალებით აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი და მაღალი სიხზუსტით გამოირჩევა.

რაც შეეხება თავად პროცედურას, FDA-მ ასევე გამოაქვეყნა მოლეკულური ტესტის ჩატარების 7 საფეხურიანი პროცესი, რომელიც  შემდეგში მდგომარეობს:

  1. ყველა COVID-19-ის ტესტი უნდა დაინიშნოს ექიმის, ფარმაცევტის ან ჯანდაცვის ექსპერტის მიერ, მათ შორის სახლში ჩასატარებელი ნაკრების შემთხვევაშიც.
  2. თქვენ ან ჯანდაცვის ექსპერტები იღებთ ნაცხს და ცხვირიდან ან პირის ღრუდან აგროვებთ ლორწოს.
  3. თქვენ ან ჯანდაცვის ექსპერტი დებთ აღებულ ნაცხს სტერილიზებულ კონტეინერში და ლუქავთ ტრანსპორტირებისთვის.
  4. ტრანსპორტირებისას აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი, რათა ტესტის სიზუსტე იყოს უზრუნველყოფილი. სინჯი ლაბორატორიაში 72 საათის განმავლობაში უნდა მივიდეს.
  5. ლაბორატორიის თანამშრომელს ნაცხი რეაქციაში შეყავს ქიმიურ ნაერთებთან, რათა მოხდეს ნებისმიერი ვირუსის გენეტიკური მასალის გამოყოფა.
  6. ლაბორატორიის თანამშრომელი იყენებს სპეციალურ ქიმიკატებს  (pimers და probes) და მაღალტექნოლოგიურ აპარატს, რათა შეასრულოს რამდენიმე კონტროლირებადი გათბობის და გაგრილების ციკლი, რომელიც ვირუსის რნმ-ს დნმ-ად გადააქცევს. შემდგომ, იქმნება დნმ-ს მილიონობით ასლი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ტესტს სჭირდება მხოლოდ ერთი გათბობის ციკლი დნმ-ს ასლების დასამზადებად.
  7. როცა დნმ ხსენებულ probe-ს უკავშირდება, ხდება სპეციალური ტიპის შუქის გამოყოფა, რომელსაც მანქანა ხედავს და SARS-CoV-2-ს ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ტესტი “დადებით” შედეგს აჩვენებს.
  • დიდი ბრიტანეთში “დაინფიცირებული ტესტების” შესახებ ინფორმაცია ტესტირებაში ჩართული ადამიანების ინფიცირებას არ ნიშნავს, ის ტესტის სინჯარასა და ნიმუშს ეხებოდა და ტესტირების სიზუსტეზე აისახებოდა.  ესპანეთში კი ტესტებთან დაკავშირებული პრობლემა ერთ-ერთი შეკვეთისას მიღებული პროდუქტის დაბალი სიზუსტე იყო და არა მოსახლეობის ინფიცირება.

ხდება თუ არა ესპანეთსა და ინგლისში ტესტირებისას ადამიანების ხელოვნურად დაინფიცირება ?

დაინფიცირებულ ტესტებზე ინფორმაცია დასავლურ სოციალურ მედიაშიც ვირუსულად გავრცელდა. კერძოდ, ლაპარაკი იყო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გადაცემულ ტესტირების აღჭურვილობაზე, რომელიც ტესტირბამდელი ფაზის დროს უკვე დაინფიცირებული იყო კორონა ვირუსით. მართალია, ხსენებულმა პრობლემამ ამერიკაში ტესტირების პროცესი შეაფერხა, თუმცა ტესტებით ადამიანის მიერ დაინფიცირების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ამას  Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიაც  მოწმობს.

ტესტებთან დაკავშირებით იდენტური პრობლემა იყო დიდ ბრიტანეთშიც. Daily Telegraph-ის ცნობით, მარტში ბრიტანეთმა აღმოაჩინა, რომ ლუქსემბურგში არსებული კომპანიისთვის Eurofinი-სთვის შეკვეთილი ტესტების სინჯარა  და ნიმუშები დაინფიცირებული იყო და covid-19-ის დიაგნოსტიკისას სწორ შედეგებს არ აჩვენებდა.  აღსანიშნავია, რომ სინჯარასა და ნიმუშებს ტესტირებში მონაწილე პირებთან შეხება არ აქვთ.

აშშ-ს მსგავსად ამ საკითხმა ტესტირების პროცესი შეაფერხა, თუმცა ტესტირებაში ჩართული ადამიანების დაინფიცირება არ გამოუწვევია.

ესპანეთის შემთხვევაში კი ტესტებთან დაკავშირებული პრობლემა  ერთ-ერთი ჩინური კომპანიის ტესტების სიზუსტის დაბალი მაჩვენებელი (30%) იყო, რისი აღმოჩენის შემდეგ ესპანეთმა აღნიშნული ტესტები აღარ გამოიყენა.


მოამზადა თამარ ჩხარტიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist