ვინ ავრცელებს და როგორ განთავსდა გიული ალასანიას შესახებ ვიდეორგოლი მანჰეტენის ეკრანზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

9.1k
VIEWS

30 ნოემბერს სახელისუფლებო მედიის POSTV ფეისბუკ გვერდზე “POSTV – ანალიტიკა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიასა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ჩალაძის ქორწინების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მანჰეტენზე, ერთ-ერთი სარეკლამო მონიტორიდან გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს დაქორწინებას ულოცავენ. ვიდეოში ნაჩვენებია სარეკლამო ბანერი, რომელზედაც გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის ფოტოები ჩნდება, რომელსაც თან წარწერა აქვს დართული: “გილოცავთ ქორწინებას”, “სიყვარული არის სიყვარული”.

alasania chaladze manhetenze ვინ ავრცელებს და როგორ განთავსდა გიული ალასანიას შესახებ ვიდეორგოლი მანჰეტენის ეკრანზე?

აღნიშნული ვიდეო ასევე გამოაქვეყნეს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკოს მქონე გამოცემის “მარშალპრესის’ ფეისბუკის გვერდმა და გაზეთ რეზონანსთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა: რეზონანსნიუსი, FunTube. “რეზონანსის” მიერ გავრცელებულ პოსტებში ინტრიგის შესაქმნელად დასმულია კითხვაც: ”ხალხს რაც ჭორი ეგონა, დადასტურდა?!”

აღსანიშნავია, რომ “მარშალპრესის” მიერ გავრცელებული ვიდეო სახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძებ ფეისბუკ ჯგუფში ”მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია გაავრცელა. 

გარდა ამისა, ვიდეო, რომელშიც გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს მანჰეტენის ბილბორდიდან ქორწინებას ულოცავენ პარტია “ქართულ ოცნებასა” (1,2) და “კონსერვატიულ მოძრაობასთან” (1, 2) დაკავშირებულმა სხვა ფეისბუკ ანგარიშებმაც გაავრცელეს.

alasania chaladze manhetenze1 ვინ ავრცელებს და როგორ განთავსდა გიული ალასანიას შესახებ ვიდეორგოლი მანჰეტენის ეკრანზე?

alasania chaladze manhetenze2 ვინ ავრცელებს და როგორ განთავსდა გიული ალასანიას შესახებ ვიდეორგოლი მანჰეტენის ეკრანზე?

რამდენიმე საათში ამ თემასთან დაკავშირებით “ალისა და ნინოს” ქანდაკებაში ჩასმული ალასანიასა და ჩალაძის ფოტო გამოაქვეყნა ანტიოპოზიცურმა გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი”.

alasania chaladze manhetenze3 ვინ ავრცელებს და როგორ განთავსდა გიული ალასანიას შესახებ ვიდეორგოლი მანჰეტენის ეკრანზე?

რა ვიცით მანჰეტენის ეკრანზე გაშვებულ მილოცვაზე?

კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ტელეკომპანია POSTV-ის მიერ 30 ნოემბერს გავრცელდა, მანჰეტენზე არის გადაღებული. კადრებში იმ პლათფორმის სახელი ჩანს, რომელიც საშუალებითაც  Times Square-ის ერთ-ერთ დიდ ეკრანზე მისალოცი ვიდეო განთავსდა. TSX აპლიკაციაში არსებული პროგრამა სახელწოდებით PixelStar ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი სმარტფონით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი თხუთმეტწამიანი ვიდეო 1 672.2 კვადრატული მეტრის ეკრანზე განათავსოს. ამისათვის კი საკმარისია, რომ მსურველმა TSX აპლიკაცია ჩამოტვირთოს, მოამზადოს ვიდეო და Times Square-ის ბილბორდზე თხუთმეტწამიანი გაშვებისთვის მხოლოდ 40 დოლარი გადაიხადოს. შედარებისთვის, ტრადიციული რეკლამის ფასი Times Squares-ის ერთ-ერთ დიდ ეკრანზე $500-დან იწყება (15 წამიანი რეკლამის 20-ჯერ გამეორება). 

განსხვავებით სხვა სარეკლამო ბილბორდებისგან, ეს კონკრეტული ბილბორდი სოციალური მიზნებისთვის შეიქმნა და მასზე პირადი ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი. ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ერთობლიობა განიხილავს ყველა გაგზავნილ კონტენტს და იმ შემთხვევაში, თუ ის  წესებს აკმაყოფილებს, მომხმარებლის მიერ არჩეულ დროს გამოჩნდება ეკრანზე. მსოფლიოში ყველაზე დიდ “სოციალურ ფიდზე” არ არის დასაშვები სიშიშვლის, ძალადობის ან შეურაცხმყოფელი მასალის გაშვება. ასევე არ მიიღება პოლიტიკური ან რელიგიური გზავნილები და საავტორო უფლებებით დაცული შინაარსი.

შესაბამისად, გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის ქორწინების შესახებ მისალოცი რგოლის გაშვება როგორც საქართველოდან, ისე ამერიკიდან 40 დოლარის ფასად ნებისმიერი სმარტფონის მქონე პირისთვის იქნებოდა შესაძლებელი. 

აღნიშნული სერვისის შესამოწმებლად TSX აპლიკაციიდან “მითების დეტექტორმა” მანჰეტენის ეკრანზე ვიდეოს გაშვება სცადა. ნახეთ, რა ნაბიჯებია საჭირო Times Square-ზე შერჩეული კონტენტის განთავსებისთვის:

ნახეთ ჩვენი განთავსებული “მითების დეტექტორის” რეკლამა მანჰეტენზე:

“მითების დეტექტორი” კომპანიას წერილობით დაუკავშირდა და ცდილობს გაარკვიოს ვინ იყო მანჰეტენის მონიტორზე გაშვებული შინაარსის შემკვეთი, რომელიც POSTV-მ და სხვა მედიებმა გამოაქვეყნეს.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი დედის გიული ალასანიას დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის მისი და ენმ-ის წევრის გიორგი ჩალაძის ქორწინებაზე ცნობები პერიოდულად ვრცელდება. გიორგი ჩალაძემ “ჯორჯიან თაიმსთან” ინტერვიუში მისი და გიული ალასანიას ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სამარცხვინო და აბსურდული უწოდა.

მედიის განვითარების ფონდის 2023 წლის ანგარიშებში “გენდერული დეზინფორმაცია” და “ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში” გამოჩნდა, რომ გიული ალასანია გენდერული სიძულვილის ენისა და დისკრედიტაციის ხშირ სამიზნეს წარმოადგენდა.  გიული ალასანიას წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებში გვხდება, როგორც მორალური კრიტერიუმებითა და გენდერული სტერეოტიპების საფუძველზე შერცხვენა, ისე გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა და ეიჯისტური თავდასხმები.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist