ვინ არის მამაკაცი ყვავილების გვირგვინით, რომელსაც უკრაინაში მებრძოლ ქართველს მიაწერენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

108
VIEWS

3 ოქტომბერს კრემლისტური პარტია “კოსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “შიინ ევროპისკენ” (1;2) გამოქვეყნეს ფოტოკოლაჟი, რომლის ერთ მხარეს ვხედავთ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ვანო ნადირაძეს, მეორე მხარეს კი პირს, რომელსაც თავზე ყვავილების გვირგვინი ადგას, ხოლო მუცელზე ყვავილები აქვს დახატული.  ფოტოკოლაჟი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მარჯვენა ფოტოზე გამოსახული ადამიანი ვანო ნადირაძეა.

vano nadiradze ვინ არის მამაკაცი ყვავილების გვირგვინით, რომელსაც უკრაინაში მებრძოლ ქართველს მიაწერენ?

უკრაინაში მებრძოლი ქართველის შესახებ ფოტომანიპულაცია ვრცელდება. ფოტოკოლაჟის მარჯვენა მხარეს არა ვანო ნადირაძე, არამედ ესპანეთის მოქალაქე ფრანცისკო პერესია გამოსახული, რომელმაც ორსულის ფოტოსესიაში მონაწილეობა გასართობად მიიღო.  

 ფოტოებზე, რომელზეც, პოსტების ავტორის მტკიცებით, ვანო ნადირაძეს ვხედავთ, სინამდვილეში ესპანეთის მოქალაქე, ფრანცისკო პერესია (შემოკლებით პაკო) გამოსახული. ფოტოსესია 2016 წელს ჩატარდა და კადრები, რომლებიც შემდეგ სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა, ფოტოგრაფმა მარტინ უილკსმა გადაიღო

 

vithom vano nadiradze ვინ არის მამაკაცი ყვავილების გვირგვინით, რომელსაც უკრაინაში მებრძოლ ქართველს მიაწერენ?
წყარო: Martyn Wilkes (ფოტოების არქივი)

ფოტოსესია ფრანცისკო პერესმა და მისმა მეგობარმა ფოტოგრაფმა დაგეგმეს. კადრებში ვხედავთ, რომ პერესს მუცელზე ყვავილები ახატია, ბავშვის სახელი, ნოელია აწერია და თავზე ყვავილების გვირგვინი ადგას – ისე, როგორს ორსული ქალების ნაწილს, ფოტოსესიის დროს. 

 ფოტოსესიაზე გადაღებული სახალისო ფოტოები მალევე გახდა პოპულარული. 2020 წელს ფოტოგრაფმა კადრები ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე მეორედ გააზიარა. პერესის ფოტოები მრავალმა გასართობმა გვერდმა გამოაქვეყნა, მათ შორის, Bored Panda-მ. რიგ შემთხვევებში, ავტორები წერდნენ, რომ პერესმა ფოტოსესია დაჯავშნა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მის ცოლს ფოტოების გადაღება არ სურდა, ამიტომაც მასში თავად მიიღო მონაწილეობა. თუმცა, რეალურად, ფრანცისკო პერესის ცოლი ფოტოსესიის დროს ორსულად არ ყოფილა – მათ უკვე ჰყავდათ 2 შვილი, 22 წლის ნატალია და 26 წლის ვირჯინია. ფოტოსესიის იდეა პერესს ნატალიას დაბადების ისტორიის გამო გაუჩნდა – დედას სურდა, რომ გოგოს ნოელია რქმეოდა, თუმცა ნასვამმა პერესმა წერისას შეცდომა დაუშვა და მისი შვილი ნატალიად დაარეგისტრირეს. 

 წყაროს შესახებ 

 ანგარიში “შიინ ევროპისკენ” ამავე სახელწოდების მქონე ორ სხვა ანგარიშთან (1;2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გარდა ამისა, ეს ანგარიშები სისტემატიურად ავრცელებენ “კონსერვატიულ” მოძრაობასთან დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემებს. ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. “მითების დეტექტორს” ამ ანგარიშების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist