უსმენენ თუ არა მომხმარებლებს Iphone-ის ქეისებით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Iphone-ს ქეისები
683
VIEWS

17 თებერვალს ფეისბუქზე ვარცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ შლიან Iphone-ის ქეისს და მეტალის მცირე ზომის ნაწილაკებს იღებენ. ფეისბუქ მომხმარებელი ვიდეოს თან ურთავს წარწერას: ,,Прослушка”. ფეისბუქ ანგარიშები ამტკიცებენ, რომ Iphone-ის ორიგინალ ქეისებში მოსასმენი მოწყობილობები იმალება.

Iphone-ს ქეისები

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს და ინფორმაცია, თითქოს ვიდეო ამტკიცებს, რომ Iphone-ის ქეისებიდან ადამიანებს უსმენენ, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, Iphone-ის ქეისებში მაგნიტის მცირე ნაწილაკები ე.წ. MagSafe-ია და უსადენო დამტენის დასამაგრებლად გამოიყენება. ეს აქსესუარი Apple Inc.-მა 2020 წელს გამოუშვა. 

MagSafe-ი Apple Inc.-მა 2020 წლის ოქტომბერში წარადგინა. პირველადი ვერსია მხოლოდ Iphone 12-ისთვის იყო განკუთვნილი. MagSafe არის მაგნიტის მცირე ნაწილებით დამზადებული, წრის ფორმის ენერგიის გადამცემი (Wireless power transfer), რომელზეც მობილური ან სხვა აქსესუარები (Airpods, Apple watch) უნდა დამაგრდეს. 

Iphone-ის ქეისები
წყარო: Apple.com

იმისათვის, რომ Iphone-ი MagSafe დამტენზე დამაგრდეს, მობილურ ქეისსაც უნდა ჰქონდეს მაგნიტი. Iphone-ის უახლესი მოდელების გამჭვირვალე ქეისებზე დატანილია წრის ფორმა, რაც მიანიშნებს, რომ მას MagSafe-ის დაკავშირება შეუძლია. 

Iphone-ის ქეისები
წყარო: Apple.com

MagSafe-ი ეფლის ინოვაციაა. ქეისებში მოთავსებული მაგნიტებით მობილურს უკავშირდება სხვადასხვა აქსესუარი, როგორიცაა უსადენო დამტენი ან ეფლის საფულე. ასევე, MagSafe-ით შესაძლებელია მობილურის კომპიუტერზე ან მანქანაში დამაგრება. 

Iphone-ის ქეისები
წყარო: Accessory Design Guidelines for Apple Devices

Iphone-თან დაკავშირებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები წარსულშიც გავრცელებულა, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად მასალები: 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია.

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist