იღებს თუ არა iPhone ყოველ ხუთ წამში ერთხელ ფოტოს ავტომატურად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

104
VIEWS

13 მაისს ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო აღწერით: “თქვენი iPhone-ის ინფრაწითელი კამერა სურათს გიღებს ყოველ 5 წამში ერთხელ.“

ვიდეოში ერთ-ერთ პირს ხელში აიფონი უჭირავს, რომელიც საწყის მენიუს აჩვენებს.  ვიდეოს ავტორი ყვება, რომ მაშინ როდესაც აიფონს არ ვეხებით და მხოლოდ ძირითად მენიუს ვუყურებთ, ინფრაწითელი კამერა ყოველ 5 წამში ერთხელ ფოტოს გვიღებს. ავტორი სიტუაციას ციფრული კამერით აფიქსირებს.

iphone1 იღებს თუ არა iPhone ყოველ ხუთ წამში ერთხელ ფოტოს ავტომატურად?

გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია და სოციალურ ქსელში თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კოსნპირაციების განვითარებას შეუწყო ხელი.  აიფონი  რეგულარულად ასკანერებს სახეს, როდესაც მომხმარებელი მას უყურებს, თუმცა ეს ფუნქცია რეალურად  Face ID-ის (სახის ამომცნობი ტექნოლოგია) გასაკონტროლებლად არის შექმნილი და iPhone X-სა და შემდეგ მოდელებში გვხვდება.

გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად ტიკ-ტოკ ბლოგერმა  2021 წლის 5 აგვისტოს გამოაქვეყნა. შემდეგ ვიდეო კონსპირაციული  შინაარსით სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ინფორმაცია 2021 წელს usatoday-მა, wgntv-მა და NewsNation -მა გადაამოწმეს.

გამოცემა Usatoday Apple-ის წარმომადგენელს გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოები TrueDepth ტექნოლოგიის მუშაობას ასახავს, რომელიც ამოწმებს იყენებთ თუ არა მოწყობილობას დროის იმ მონაკვეთში. Apple -ის თანახმად, აღნიშნული ფუნქცია TrueDepth IR კამერის ნაწილია და Face ID-ის, Apple-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის შედეგია. ეს კამერა ეკრანის ზედა ნაწილში, შავ ჭრილშია განთავსებული და ისეთ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს მოიცავს, როგორიცაა flood illuminator, ინფრაწითელი (IR), კამერა და ინფრაწითელი ემიტერი. ეს ფუნქცია iPhone X-სა  და სხვა ახალ მოდელებს, A11, A12 Bionic, A12X Bionic, A13 Bionic, A14 Bionic და A15 Bionic ჩიპის მქონე მოწყობილობებს აქვთ. ვებ-გვერდ screenrant.com -ის თანახმად, Amazon Alexa, Google Assistant და Siri მსგავს, ცნობიერებასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას იყენებენ, როდესაც რეგულარულად იღებენ ბრძანებებს. 

Apple -ის მიხედვით, ამ ტექნოლოგიას პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა აქვს, რათა აიფონის მფლობელის სახის მონაცემები ჰაკერული თავდასხმისგან დაიცვას. ალბათობა, იმისა, რომ ჰაკერები ამ მონაცემებს მოიპოვებენ მილიონ მოწყობილობაში არის ერთი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ Face ID-ის მიერ დაფიქსირებული სახის ფოტოები სადმე ინახება. Apple -ის თანახმად, ფოტოები არ ინახება არც აიქლაუდზე. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ რომ აიფონმა მათის სახე რეგულარულად ასკანეროს, შეუძლიათ ეს ფუნქცია შემდეგნაირად გამორთონ: Settings –  Face ID & Passcode – Attention Aware Features.

რა არის ინფრაწითელი სინათლე?

Apple-ის თანახმად, TrueDepth კამერა სახის მონაცემებს  30000-ზე მეტი უხილავი წერტილის პროექციითა და ანალიზით აფიქსირებს, ქმნის სახის რუკას და იღებს ინფრაწითელ სურათს.

კომპანიის განმარტებით, ზოგიერთი კამერა iPhone-დან გამოსულ ინფრაწითელ სინათლეს აფიქსირებს, როგორც ეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს. მისი დანახვა ასევე შესაძლებელია ბნელ ოთახში. კომპანია ასევე ამბობს, რომ ინფრაწითელი ემიტერები არანაირ ზიანს არ აყენებს თვალებსა და კანს.

ინფრაწითელი სინათლე სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მათ შორის ღამის ხედვის, თერმოგრაფიის, თვალთვალის ტექნოლოგიების, მეტეოროლოგიის, ხელოვნების ისტორიისა და სითბოსთვის. კორონავირუსის პანდემიის დროს ინფრაწითელი ტექნოლოგია გამოიყენებოდა საზოგადოებრივ ადგილებში ცხელების გამოსავლენად, აღნიშნულია CNBC -ის სტატიაში. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არ არის აღნიშნული რეალურად რა დანიშნულება აქვს ინფრაწითელ გამოსხივებას. ის  გამოიყენება მოძრაობის გასაანალიზებლად, რაც საშუალებას აძლევს მოწყობილობას ავტომატურად შეამციროს სინათლე, როდესაც ის არ არის აქტიურ გამოყენებაში, ან განბლოკოს ტელეფონი მაშინ, როცა ამის საჭიროებაა.

აღსანიშნავია, რომ კონსპირაციები თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყაროს შესახებ:

ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები შეთქმულების თეორიებს და ანტივაქსერული შინაარსის ცნობებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია              


არაბელა კორძახია და ელიზა ცხვიტარია

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist