უკრძალავს თუ არა ჯანმო ქალებს ალკოჰოლის მიღებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

64
VIEWS

17 ივნისს კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Sputnik-ის ქართულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ეს ხუმრობა არაა: ჯანმო ქალებისთვის ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა”. სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა ამ საკითხში ყურადღება ორსულებს, ბავშვებს და შვილოსნობის ასაკის ქალებს მიაქციოს. პუბლიკაციის თანახმადვე, ჯანმომ მსოფლიოს ქვეყნებს შესთავაზა, შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის ალკოჰოლის მოხმარება აკრძალოს. სტატიის მიხედვით, ჯანმომ დაასკვნა, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა ქალებს ალკოჰოლზე საერთოდ უარი ეთქვათ, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ორგანიზაცია სექსიზმში დაადანაშაულეს.

წყაროდ მოყვანილია ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის პროექტი 2022-2030 წლებისთვის.

;
“სპუტნიკ-საქართველოს” პუბლიკაცია ალკოჰოლის შესახებ ნაწილობრივ მცდარია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მართლაც გასცა რეკომენდაცია, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და ამ მხრივ ყურადღებას ორსულებსა და შვილოსნობის ასაკის ქალებზე ამახვილებს, თუმცა  ჯანმოს სტრატეგიის დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ალკოჰოლის აკრძალვას არ გულისხმობს. დოკუმენტში ასევე არსად გვხვდება დასკვნა, რომელიც ქალებისთვის ალკოჰოლის აკრძალვას გულისხმობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2021 წლის ივნისში მართლაც გამოაქვეყნა ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შესამცირებლად გლობალური სტრატეგიის პირველი ვერსია, რომელიც 2022-2030 წლებისთვის შემუშავებულ გეგმას მოიცავს.

დოკუმენტში სახელმწიფოებს მართლაც მოუწოდებენ, ალკოჰოლური სასმელების მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა აამაღლონ. გამოყოფილია ბავშვების, ორსულების და შვილოსნობის ასაკის ქალების კატეგორია და ნათქვამია, რომ მათ ინფორმირებულობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. თუმცა, დასკვნა, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ქალებს ალკოჰოლზე საერთოდ უარი ეთქვათ გეგმაში არსად გვხვდება.

შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები ანგარიშში ერთხელ არის ნახსენები, როდესაც საუბარია კონკრეტულ ჯგუფებში ალკოჰოლის მიღების პრევენციაზე:

“შესაფერისი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებსა და მოზარდებში ალკოჰოლური სასმელების მიღების დაწყების პრევენციას, ორსულ და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებში ალკოჰოლის მიღების პრევენციას და ხალხის დაცვას ალკოჰოლის მიღების ზეწოლისაგან, განსაკუთრებით იმ საზოგადოებებში, სადაც მაღალია ალკოჰოლის მიღების დონე და ის პირები, ვინც დიდი დოზით ალკოჰოლის იღებენ წახალისებული არიან დალიონ მეტი”.

დასკვნა, რომ იდეალური იქნებოდა ქალებს ალკოჰოლზე საერთოდ უარი ეთქვათ, დოკუმენტში არ გვხვდება. ჯანმოს დოკუმენტი რეკომენდაციული ხასიათისაა და ის მოიცავს არა ქალებისათვის ალკოჰოლზე უარის თქმას, არამედ ზოგადად ალკოჰოლური სასმელების მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას და მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარების შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელების მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და საზოგადოების ყურადღების მიპყრობისათვის შესაძლოა ეფექტიანი იყოს მსოფლიოში ალკოჰოლისგან თავისუფალი დღის ან კვირის დაწესება. ორგანიზაციის მიხედვით, ინიციატივა იმუშავებს, თუ არგუმენტები მტკიცებულებებზე იქნება დამყარებული და მორალური განსჯისგან თავისუფალი. ამ შემთხვევაში რეკომენდაცია ზოგადია და რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს არ მიემართება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს რეკომენდაციები როგორც წევრი ქვეყნების, ასევე თავად ორგანიზაციის, მისი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. რეკომენდაციებს შორისაა ალკოჰოლის მიღების რეკლამირების შეზღუდვა არასრულწლოვანთათვის და ალკოჰოლური სასმელების შეფუთვაზე მომხმარებლისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის დატანა შემადგენლობის, ასაკობრივი შეზღუდვის და ალკოჰოლის მოხმარების გვერდითი ეფექტების შესახებ. ქვეყნებისათვის გაცემული რეკომენდაცია მოიცავს ბავშვებში, მოზარდებსა და ორსულ ქალებში ალკოჰოლის მოხმარების დაწყების პრევენციას. ამ შემთხვევაში შვილოსნობის ასაკის ქალები ნახსენები აღარ არის.

შვილოსნობის ასაკის ქალების დოკუმენტში ხსენებას მართლაც მოჰყვა კრიტიკა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სექსისტურ და პატერნალისტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. კრიტიკა მიემართებოდა რჩევას იმის შესახებ, რომ შესაფერისი ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტულ ჯგუფებში, მათ შორის შვილოსნობის ასაკის ქალებში ალკოჰოლის მიღების დაწყების პრევენციას და არა ჯანმოს დასკვნას, რომ ქალებს ალკოჰოლზე უარი უნდა ეთქვათ, როგორც ეს სპუტნიკ-საქართველოს მასალიდან ჩანს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ ასაკის ქალების გეგმები ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით განსხვავებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist