სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს. საქართველოში სპუტნიკი ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. სპუტნიკი ყოფილი რია ნოვოსტის ოფისშია განთავსებული. დამოუკიდებლობა.com-ის ანგარიშის თანახმად, აღნიშულ ოფისში პრესკონფერენციები გამართეს ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ” (რევაზ გოგიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი); ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, ”საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესმა”; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობამ” (ნოდარ ცოტნიაშვილი) და სხვებმა.