ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

176
VIEWS

29 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Levan Megrelidze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამსართულიანი მატარებელია ასახული. პოსტის ავტორის თანახმად, ეს არის ციხე მატარებელი, რომლის მსგავსიც საქართველოშიც მალე გამოჩნდება და მასში კოვიდ-გეტოები მოეწყობა. პოსტში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს რკინიგზა ციხე-მატარებლის ვაგონებისთვის უკვე ადაპტირებულია.

Screenshot 6 15 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არა ციხე მატარებელი, არამედ სატვირთო ლოკომოტივი არის ასახული, რომელიც ცნობილ სარკინიგზო კომპანიას BNSF Railway-ს ეკუთვნის. რაც შეეხება ორსართულიან მატარებლებს, ისინი თბილისიდან შავი ზღვის  მიმართულებით მიმავალ მგზავრებს  2016 წლის ივლისიდან ემსახურება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მატარებელზე საიდენტიფიკაციო ნომერი BNSF და ექვსნიშნა რიცხვი 314310 არის მითითებული.

Screenshot 9 13 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი სატვირთო რკინიგზის BNSF Railway-ის ლოკომოტივი არის ასახული. BNSF Railway ინტერმოდალური ტვირთის გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც Burlington Northern Santa Fe Corporation-ის შვილობილი კომპანიას წარმოადგენს. მისი სათაო ოფისი ფორტ უორტში, ტეხასის შტატში მდებარეობს.

BNSF-ს 35,000 თანამშრომელი ჰყავს და დაახლოებით 8,000 ლოკომოტივს ფლობს. მას აქვს ასევე სამი ტრანსკონტინენტური მარშრუტი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებს შორის  სარკინიგზო კავშირებს უზრუნველყოფს.

ჩრდილოეთ ამერიკაში ნიშანი, რომელიც ორიდან ოთხამდე ასოს ანბანური კოდისგან შედგება, ექვსნიშნა რიცხვთან ერთად მატარებლის თითოეულ ნაწილზე არის დატანილი. ეს ინფორმაცია ყოველი ასეთი სარკინიგზო ვაგონის ან ლოკომოტივის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ერთი ტიპის ლოკომოტივების პირველი სამი ციფრი ერთნაირია და 314-ით იწყება, ბოლო სამი ციფრი კი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ასეთი ექვსნიშნა კოდები იუთუბზე გავრცელებულ სხვა ვიდეოებშიც ჩანს, რომელებიც BNSF-ის ლოკომოტივების გადაადგილებას ასახავენ.

Screenshot 8 13 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?
სქრინი Youtube-ის  ვიდეოდან.
Screenshot 9 13 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?
სქრინი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

რისთვის გამოიყენებენ საქართველოში ორსართულიან მატარებლებს?

საქართველოს რკინიგზამ ორსართულიანი ევროპული სტანდარტის “Stadler kiss” ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებლები 2016 წელს შეიძინა. ეს ელექტრომატარებელები თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს უკვე რამდენიმე წელია რაც ემსახურება. მატარებლები ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და თავის მხრივ, მათი ტექნიკური მონაცემები საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ამავე დროს, ტრანსპორტი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.
Screenshot 10 13 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი? Screenshot 11 13 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?ფოტო: საქართველოს რკინიგზა

წყაროს შესახებ

ლევან მეგრელიძე Batumi TV-ის ერთ-ერთი გადაცემის “ბიზნეს ტალღის” წამყვანია.

Screenshot 12 12 ციხე-მატარებელი თუ ტვირთის გადამზიდი ლოკომოტივი?

მას სოციალურ ქსელში კონსპირაციული და დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია.  ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist