საპენსიო რეფორმა თუ პროტესტი კოვიდრეგულაციების გამო? – რას ასახავს ვიდეო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

19
VIEWS

10 აგვისტოს Levan Megrelidze-მ ფეისბუკზე ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „ფრანგების ერთსულოვანი წინააღმდეგობა და ერთობლივი პროტესტი სამედიცინო ტირანიის წინააღმდეგ გვაოცებს“. ფეისბუკ პოსტის თანახმად, ვიდეო სამედიცინო ტირანიის წინააღმდეგ ექიმების, ექთნების, პედაგოგებისა და მეხანძრეების პროტესტს ასახავს. 14 აგვისტოს მონაცემებით  პოსტს 406 გაზიარება აქვს.

 

"
ვიდეოს აღწერა დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო 2020 წლის იანვრის 5 სხვადასხვა საპროტესტო აქციის ამსახველი კადრებისგან შედგება და კოვიდ პანდემიასთან საერთო არ აქვს. 4 ფრაგმენტი საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ ექთნების, მასწავლებლების, ადვოკატების და მეხანძრეების პროტესტს ასახავს,  1 კი – სამუშაო პირობების გამო საავადმყოფოს თანამშრომლების. 

ვიდეოს 4 ფრაგმენტი საფრანგეთის მთავრობის მიერ შემოღებულ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ასახავს, რომელსაც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებამდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები –  ექთნები, მასწავლებლები, ადვოკატები და მეხანძრეები აპროტესტებდნენ.

  1. ექთნები საფრანგეთის მთავრობის მიერ შემოღებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

2020 წლის 20 იანვრით თარიღდება ვიდეო, რომელიც ექთნების პროტესტს ასახავს. პროტესტის სამიზნე საფრანგეთის მთავრობა და მათ მიერ შემოღებული საპენსიო რეფორმა იყო და მას კორონავირუსთან კავშირი არ ჰქონია.

"

  1. მასწავლებლები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

მასწავლებლების პროტესტის ვიდეო 2020 წლის 14 იანვარს გავრცელდა. კადრები ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრში მასწავლებლების მიერ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს ასახავს და მას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს.

"

  1. საპენსიო რეფორმა ადვოკატებმა გააპროტესტეს

2020 წლის 10 იავნარს საპენსიო რეფორმა უნიფორმების გადაყრით გააპროტესტეს ადვოკატებმაც.

"

  1. საპენსიო რეფორმა მეხანძრეებმაც გააპროტესტეს

საპენსიო რეფორმის გამო და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვა საფრანგეთში 2019 წლის 5 დეკემბერს დაიწყო და მასში მეხანძრეებიც მონაწილეობდნენ. მას შემდეგ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ამავე მიზეზით არაერთი აქცია გაიმართა.

"
ფოტო 5 დეკემბრის აქციიდან, მეხანძრე ზურგზე წარწერით “SOS, მეხანძრეები საფრთხეში არიან”, წყარო: BBC

  1. სენტ-ლუისის საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი სამუშაო პირობების გამო

მეხუთე ვიდეო კადრები, რომელშიც სამედიცინო მუშაკები ხალათებს პროტესტის ნიშნად ყრიან, 2020 წლის 14 იანვრით თარიღდება და სენტ-ლუისის საავადმყოფოში მომხდარ გაფიცვას ასახავს. ჯანდაცვის მუშაკები სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.

"

"

  • საპროტესტო აქციების კოლაჟი სოციალურ ქსელში 2020 წლის 21 იანვარს, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებამდე გავრცელდა

Levan Megrelidze-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ბოლოს გვხვდება The Daily Politic-ის ლოგო. სწორედ მათ გამოაქვეყნეს ვიდეოების კომპილაციის ორიგინალი ვერსია 2020 წლის 21 იანვარს, მაშინ, როდესაც საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჯერ კიდევ დადასტურებული არ იყო (პირველი შემთხვევები ქვეყანაში 24 იანვარს დადასტურდა), ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ახალი კორონავირუსი პანდემიად არ ჰქონდა გამოცხადებული (ჯანმომ Covid-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა). ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ საფრანგეთში ცენტრისტულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

"

ვიდეო დეზინფორმაციული აღწერით, რომელიც საფრანგეთში სხვადასხვა დროს გამართულ საპროტესტო გამოსვლებს კორონავირუსს უკავშირებდა, სოციალურ ქსელებში ესპანეთშიც გავრცელდა. ის ფაქტების გადამოწმების ესპანურმა პლატფორმა Maldita-მ გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში კორონავირუსის წინააღმდეგ შემოღებული ზომები მართლაც გააპროტესტეს, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში შეკრებილმა ასობით ადამიანმა გააპროტესტა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შემოღებული ახალი შეზღუდვები, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლის მსურველს ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ. 11 აგვისტოს მონაცემებით, საფრანგეთში ერთი დოზით მოსახლეობის 67.9%, ორჯერადად კი 51.8%-ია აცრილი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist