ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

196
VIEWS

4 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Megrelidze-მ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ადამიანების დიდი ჯგუფი ტბაზე მოძრავ, სავარაუდოდ, წმინდანის გამოსახულებას უყურებს. გამოსახულების თავი კადრში მოჭრილია. რამდენიმე წამში კადრში კიდევ ერთი მოძრავი გამოსახულება ჩნდება, სილუეტი ღრუბლებში ჩნდება, ხელებს შლის, ელვის მსგავს ნათებას იწვევს და ქრება. Levan Megrelidze-ს თქმით, კადრები იმის დადასტურებაა, თუ “რატომაა ანტიქრისტე იდიოტი.” აღწერის მიხედვით, კადრები ანტიქრისტესთანაა დაკავშირებული და ის ყურადღებას ითხოვს, თუმცა საჭიროა, ადამიანებმა ასეთ გამოცხადებებს ყურადრება არ მიაქციონ და არ შეიმჩნიონ.
Screenshot 6 5 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

Levan Megrelidze-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს პირველი კადრი პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ტბის კადრები ჩინეთშია გადაღებული და მასზე ადამიანის ფორმის მასშტაბური გამოსახულება მოგვიანებით დაამატეს. რაც შეეხება მეორე კადრს, ინფორმაცია ცაში მოძრავი “თეთრებში ჩაცმული ქალის” ხილვის შესახებ მხოლოდ ერთი ადამიანის კომენტარს ეფუძნება, რომელიც აცხადებს, რომ ამ მოვლენის თვითმხილველია. 

Levan Megrelidze-ს მიერ გავრცელებული ვიდეო 2 სხვადასხვა კადრისგან შედგება, თითოეული კადრი სხვადასხვა დროს განსხვავებული აღწერით ვრცელდებოდა. 

  • კადრი #1 

პირველი კადრში ჩანს, რომ ადამიანების ჯგუფი მასშტაბურ გამოსახულებას უყურებს და ფოტოებს უღებს. კადრში ასახული ადამიანები მანჯურია-კორეის მთებში იმყოფებიან და  ჩანბაიშანის ქედზე მდებარე ტიანჩის ტბას ათვალიერებენ. 

Screenshot 7 6 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

ფოტო: Sohu.com

Screenshot 8 6 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

ფოტო: 爱旅行大山

საინტერესოა, რომ Levan Megrelidze-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს სრული ვერსიის მიხედვით, ტიანჩის ტბაზე ღვთისმშობელია გამოსახული, თუმცა ინტერნეტში იდენტური ვიდეოს მეორე ვერსიაც ფართოდაა გავრცელებული. ამ შემთხვევაში ადამიანები ტბის თავზე არა ღვთისმშობელს, არამედ მზის დაბნელებას აკვირდებიან.

Screenshot 9 6 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

ფაქტების გადამოწმების ტაივანური პლატფორმის MyGoPen-ის მიხედვით, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ორივე ეს ვერსია დამონტაჟებულია. ფაქტების ანალიტიკოსების თქმით, ღვთისმშობლის და მზის დაბნელების გამოსახულებებები სხვადასხვა დროს ვიდეოზე პროგრამულადაა დამატებული. MyGoPen-ის მასალაში ახსნილია ისიც, რომ ორივე ვიდეოს შემთხვევაში ხედვის კუთხის ცვლილების მიუხედავად, გამოსახულების ფორმა არ იცვლება და მაყურებელი მას მაინც მხოლოდ ერთი კუთხიდან ხედავს, არადა, რეალურად, კამერა მოძრაობს. ეს კი არაბუნებრივია და ვიდეოს პროგრამულ დამუშავებაზე მეტყველებს. 

სხვადასხვა დროს Levan Megrelidze-ს მიერ გავცელებულ ვიდეოს სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებელი იეჰოვას მოწმეებსა და ებრაელებსაც უკავშირებდა. 

Screenshot 10 6 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

  • კადრი #2 

ვიდეოს შემდეგი კადრი ინტერნეტში 2018 წლიდან აქტიურად ვრცელდება. კოლუმბიური მედია საშუალების CNC Noticias-ის ჟურნალისტი 2018 წლის თებერვალში კოლუმბიაში ქალაქ ბუგალაგრანდეს მკვიდრს ჯესიკა ლორენა გონსალეს ლოზანოს ესაუბრა. ლოზანო ამტკიცებდა, რომ მან თავად დაინახა, რომ “თეთრებში ჩაცმული ქალი” ცაში მოძრაობდა. ლოზანომ თქვა, რომ ეს მოძრაობა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და ის ამ გამოსახულებას მთელი ამ დროის განმავლობაში ხედავდა, განსხვავებით მისი ბებიისა, რომელმაც ცაში მოძრავი სხეული ვერ დაინახა. 

Screenshot 11 6 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

ლოზანომ ჟურნალისტებს მის მიერ გადაღებული ორი ფოტოც აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, სწორედ ამ 20 წუთის განმავლობაში გადაიღო. 

Screenshot 12 5 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

სხვადასხვა დროს ვიდეოს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგელებიც ავრცელებდნენ. ვიდეო ვიეტნამურენოვან რელიგიურ ფეისბუქ გვერდზე  Nhóm Ca sĩ, Phật tử Thiền Viện Di Lặc არის გამოქვეყნებული. იუთუბ მომხმარებლის Rasell Crows მიერ ატვირთულ ვერსიაში კი ვიდეოს ფონად ისლამთან დაკავშირებული შეძახილები ისმის.  

Screenshot 13 5 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ამ ტიპის სხვადასხვა ვიდეო ხშირად ვრცელდება, მაგალითად, რუსულენოვანი მართლმადიდებლური საიტი monomah.org-ი მასალაში, სათაურით “აპიკალიფსის ნიშნები! ანტიქრისტეს სასწაულები, ტექნომაგიის გასაოცარი შესაძლებლობები” ცაში მოძრავი ადამიანის მსგავსი სხეულის მოძრაობის ამსახველ კადრს იყენებდა. 

Screenshot 14 4 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

რეალურად, კადრი ბრაზილიელი დიზაინერის Jessen Carlos-ის მიერ დამონტაჟებული ვიდეოდან იყო ამოჭრილი. დიზაინერმა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ დაამუშავა ასეთი მოძრავი გამოსახულება, თავადვე გამოაქვეყნა. 

Screenshot 15 4 ანტიქრისტე თუ პროგრამულად დამუშავებული ვიდეო?

დიზაინერის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს, ვიდეოს პროგრამულად დამუშავების საშუალებით ცაში მოძრავი “მისტიური” სხეულის გამოსახულების მიღება და შემდეგ მისი გაქრობა შესაძლებელია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კოლუმბია, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist