თქვა თუ არა გონჩარენკომ, რომ საქართველომ ჭურვების მარაგი უკრაინას უნდა გადასცეს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

58
VIEWS

26 თებერვალსა და 5 მარტს ფეისბუკ გვერდებმა “გლობალური პოლიტიკა”, “publicist.ge”, მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი” ალექსეი გონჩარენკოს ციტატა გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოს ჭურვების გადაცემას სთხოვს. პოსტს თან ახლავს გონჩარენკოს ფოტო, რომელზედაც შემდეგი ციტატა არის დატანილი:

“გონჩარენკო: თუ საქართველო არ აპირებს ტერიტორიების ომით დაბრუნებას, ჭურვების მარაგი უკრაინას უნდა გადასცეს”.

goncharenko1 თქვა თუ არა გონჩარენკომ, რომ საქართველომ ჭურვების მარაგი უკრაინას უნდა გადასცეს?

განცხადება, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოსგან ჭურვების გადაცემას ითხოვს, გონჩარენკოს ციტატის დამადასტურებელ წყაროებს არ შეიცავს. თავად გონჩარენკომ “მითების დეტექტორთან” იდენტური ან მსგავსი განცხადების გაკეთება არ დაადასტურა.

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ციტატას, რომელშიც ის საქართველოსგან ჭურვების მარაგის გადაცემას ითხოვს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან ომში ჩართვას არ აპირებს,  “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებში ვერ მიაკვლია. იდენტური ან მსგავსი განცხადება არ გვხვდება მედიაში, არც გონჩარენკოს ოფიციალურ ფეისბუკის გვერდსა და ტელეგრამზე. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, რადას დეპუტატს, ალექსეი გონჩარენკოს დაუკავშირდა. დეპუტატის თქმით, მას არ ახსენდება, რომ მსგავსი განცხადება როდისმე გაეკეთებინოს. 

ალექსეი გონჩარენკო: “მე ვამბობდი, რომ საქართველოს შეუძლია იარაღით დაგვეხმაროს ისე, როგორც უკრაინა საქართველოს 2008 წელს დაეხმარა. ჭურვების შესახებ – არ მახსოვს, რომ ოდესმე რამე მეთქვას.”

2022 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია,  გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გამო გააკრიტიკა: 

ალექსეი გონჩარენკო:გავიხსენოთ 2008 წელი, იმ მომენტში, როდესაც თბილისს რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, რათა გვერდში დადგომოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს. ახლა კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულიად სხვა მიდგომას ვხედავთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი ყველა თვალსაზრისით: მორალურად, სტრატეგიულად და ასე შემდეგ”.

წყაროების შესახებ

გვერდი publicist.ge 2020 წლის 11 ნოემბერს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა შექმნა. გვერდს თავდაპირველად “პოლიტიკო”, შემდეგ კი “ირაკლი ჯანყარაშვილი / irakli jankarashvili” ერქვა. ამჟამად გვერდი ანტიდასავლური და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. რაც შეეხება ამავე სახელწოდების საიტს, ის ირაკლი ჯანყარაშვილმა 2023 წლის ივნისის დასაწყისში შექმნა. 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯანყარაშვილი ადასტურებს, რომ საიტი მისი შექმნილია და მკითხველებს პლატფორმის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს.

ფეისბუკ-გვერდი გლობალური პოლიტიკა 2021 წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და მასზე წარსულში  ძირითადად ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებული გამოცემის infoanalytical.ge-ს მასალები, ახლა კი publicist.ge-ის მასალები ვრცელდება.  გვერდი უმეტესად ოპოზიციის მადისკრედიტირებულ პოსტებს აქვეყნებს. “გლობალური პოლიტიკის” მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და გაყალბებული ციტატები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა (1, 2, 3).

ფეისბუკ გვერდი “მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი” 2015 წლის 15 ოქტომბერს შეიქმნა და ძირითადად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა (1,2,3) და ოპოზიციის სხვა წევრების (1, 2)  მადისკრედიტირებელ  პოსტებს ავრცელებს.   გვერდი ასევე ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში, მას შემდეგ, რაც 2022 წელს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფეისბუკ-გვერდზე  სააკაშვილის პატიმრობის მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist