დეზინფორმაცია, თითქოს დეგნანმა სწრაფ მოქმედებებში მეორე ფრონტის გახსნა იგულისხმა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

172
VIEWS

29 ივნისს ფეისბუქ გვერდმა გლობალური პოლიტიკა კელი დეგნანის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “რას გულისხმობდა სწრაფ მოქმედებებში კელი?”. ფოტოს დართული აქვს აღწერა, რომლის მიხედვითაც, ‘სწრაფ მოქმედებებში’ მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევა იგულისხმება. 

degnani1 დეზინფორმაცია, თითქოს დეგნანმა სწრაფ მოქმედებებში მეორე ფრონტის გახსნა იგულისხმა

მტკიცება, რომ კელი დეგნანის განცხადებაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იგულისხმება, მცდარია. აშშ-ის ელჩმა სწრაფი მოქმედებები ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში 29 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას ახსენა.

სწრაფი მოქმედებების საჭიროების შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 29 ივნისს “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” (USAID) განახლებადი ენერგიისადმი მიძღვნილი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა

“ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად იმოქმედოს, როდესაც კანონმდებლობის შეცვლა სურს. ჩვენ ვნახეთ ეს გასულ დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დაჩქარებული კანონით, დიდი ალბათობით თქვენ ნახეთ ეს თვალთვალის შესაძლებლობების გაზრდის დაჩქარებული კანონით. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად იმოქმედოს როცა ეს სურს და ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების სწრაფად განხორციელება, რათა საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის.”

აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი დაინტერესებული მხარე: ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები და მთავრობის წევრების ნაწილი მზადაა ამ რეკომენდაციების შესრულება დაიწყოს და ყველას სურს იხილოს ძალიან პოზიტიური ანგარიში საქართველოს შესახებ წლის ბოლოსთვის. დეგნანმა ასევე გამოხატა შეერთებული შტატების მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში.

კელი დეგნანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს და ეს რუსეთის ნარატივია.

გზავნილებზე, თითქოს შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist