რა თქვა რეალურად გიორგი ვაშაძემ სამშობლოსა და ევროპულ ღირებულებებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

102
VIEWS

2022 წლის 12 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “გლობალური პოლიტიკა” ვაშაძის შესახებ ფოტოს შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ვაშაძის ფოტოს თან ერთვის ციტატა: “ჩემთვის ჯერ ევროპული ღირებულებებია და შემდეგ საქართველო”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული განცხადება ვაშაძემ გააკეთა. პოსტის აღწერის მიხედვით, ვაშაძე “უსამშობლო ჭიჭეა,” რომელსაც პარლამენტის მანდატი არ უნდა ჰქონდეს.

vasha რა თქვა რეალურად გიორგი ვაშაძემ სამშობლოსა და ევროპულ ღირებულებებზე?

გავრცელებული ციტატა გაყალბებულია და გიორგი ვაშაძის დისკრედიტაციას ემსახურება. პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის პირობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის სამი პრინციპია მნიშვნელოვანი: 1. ევროპული ინტეგრაცია და ევროპასთან თანამშრომლობა 2. სამშობლოს სიყვარული და 3. კანონის წინაშე თანასწორობა. ვაშაძეს მოცემული პრინციპები პრიორიტეტების მიხედვით არ დაულაგებია და არ უთქვამს, რომ ევროპული ღირებულებები მისთვის სამშობლოზე მაღლა დგას. 

10 ნორმბერს გიორგი ვაშაძე გადაცემა 360 გრადუსს სტუმრობდა, სადაც მან იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც იგი მზად იქნება ითანამშრომლოს ოპოზიციასთან ევროპული ინტეგრაციის კუთხით:

გიორგი ვაშაძე: “მე ღიად და გულწრფელად გეტყვით, ყველასთან, ვინც ევროპულ გზაზე სვლაში დაგვეხმარება, მზად ვარ, ვითანამშრომლო და ღიად ვიმუშაო ყველასთან, ღიად და გამჭვირვალედ. სამი პრინციპია ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვლოვანი: პირველი,  ევროპული ინტეგრაცია და ევროპასთან თანამშრომლობა; მეორე,  სამშობლო და სამშობლოს სიყვარული და მესამე ეს არის ევროპული სტანდარტი რაც არის, კანონის წინაშე თანასწორობა.” 

ინტერვიუს დროს ვაშაძეს პრინციპები პრიორიტეტების მიხედვით არ დაულაგებია და არ უთქვამს, რომ მისთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო. 

გაყალბებული ციტატები და ვიდეოფაბრიკაციები გიორგი ვაშაძის შესახებ “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. იხილეთ ჩვენი მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-გვერდი “გლობალური პოლიტიკა” 2021 წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და მასზე ძირითადად ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებული გამოცემა infoanalytical.ge-ს მასალები ზიარდება. გვერდი უმეტესად ოპოზიციის მადისკრედიტირებულ პოსტებს აქვეყნებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist