ტროლების და ანონიმური FB ანგარიშების მობილიზება პატიმარ სააკაშვილის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

659
VIEWS

2022 წლის 14 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფეისბუკ-გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, კადრები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გასაჯაროვდა და ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის  სხვადასხვა პერიოდის მდგომარეობას ასახავს. ასევე უწყების მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანიც მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანაა. 

პარალელურად, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც ყალბი ანგარიშები და ანტიოპოზიციური, ანონიმური ფეისბუკ-გვერდები ჩაერთნენ.  ყალბი ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი თაღლითობს და მას მკურნალობა არ ესაჭიროება, ფეისბუკ-გვერდები კი ყოფილი პრეზიდენტის კადრების, ვიდეოკოლაჟებისა და მიმების გავრცელებით მის არაადეკვატურობაზე ხაზგასმას ცდილობდნენ.

“მითების დეტექტორმა”  მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული 30 ყალბი ანგარიში და 12 ფეისბუკ გვერდი გამოავლინა. ყალბი ანგარიშები კომენტარებს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკოლაჟის, “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული სიახლისა და ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” პოსტზე კომენტარების ველში ტოვებდნენ.

ყალბი ანგარიშები

  • 30 ყალბი ანგარიშიდან 25 სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 5 კი იდენტობას მალავს;
  • 30-დან 19 ანგარიშს მოწონებული აქვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ფეისბუკ-გვერდები, მათგან შვიდი პირად პროფილზე აზიარებს პოსტებს ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდებიდან; 
  • 30-დან 10 ანგარიშს მოწონებული აქვს ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ-გვერდები;
  • 30-დან 15 ანგარიშს სხვა ტროლები ჰყავს მეგობრებში;
  • 14 ყალბი ანგარიში დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყო ჩართული;
  • 12 ყალბი ანგარიში კომენტარებს სხვადასხვა პოსტზე ტოვებდა.

ფეისბუკ გვერდები:

  • 12 ფეისბუკ-გვერდიდან  (პოლიტიკური აბსურდი,  პოლიტიკური სამარე N5, ტერენტი გლდანელი, სირცხვილის კოროდორი, მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი, არ აგარევინებთ, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails, რეალობა, სიკვდილის პარტია, მიხეილ უკრაინოლოგი, Shalva ნათელაშვილის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკა)12-ვე  ანტიოპოზიციური შინაარსის პოტებს ავრცელებს და “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს;
  • 1 ფეისბუკ გვერდი (სიკვდილის პარტია) ახლადშექმნილია;
  • 4 ფეისბუკ გვერდზე იდენტური ქარდი ერთსა და იმავე დროს გავრცელდა;
  • ორი ფეისბუკ გვერდის (პოლიტიკური აბსურდი, არ აგარევინებთ) მიერ გავრცელებული პოსტები დასპონსორებულია.

ყალბი ანგარიშები

იპარავს იდენტობას

ყალბი ანგარიში ვის იდენტობას იპარავს? ყალბი ანგარიშის მიერ დატოვებული კომენტარები
Nene Beridze
იპარავს ინსტაგრამის მომხმარებლის, Lela Shylo-ს იდენტობას, მოწონებული აქვს გვერდები: POSTV,POSTV – ანალიტიკაPOSTV – ახალი ამბებიPOSTV – გართობაShalva Ramishvili, ბიძინა ივანიშვილი & საზოგადოება.
გეგა ლაშხი
იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, furatramazan-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამიმიშას არქივისიკვდილის პარტია.

 

Giorgi Titvinidze
იპარავს იდენტობას Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Vig Zohrabyan-ის იდენტობას.
აზიარებს ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” პოსტებს.
Lasha Mjavanadze
იპარავს ფეისბუკ მომხმარებლის, Tommy Joiner-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: მიხეილ უკრაინოლოგიმიშას არქივი.

ლეკა სიდამონიძე
იპარავს ბულგარელი ლგბტ აქტივისტის, tanyailievaa-ს იდენტობას.

Marta Natriashvili
იპარავს ok.ru მომხმარებლის, Диана Рубан-ის იდენტობას. მოწონებული აქვს: ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამი შეადარე.

Nati Kenchoshvili
იპარავს მის ბელარუსის, მარია ვასილევიჩის იდენტობას. მოწონებული აქვს POSTV – ანალიტიკა.

Natia Yifiani
პროფილზე იყენებს კანადელი მსახიობის, რეიჩელ მაკ-ადამსის ფოტოს. ჰყავს მხოლოდ ერთი მეგობარი. აზიარებს ქართული ოცნების ფაქტების გადამოწმების ფეისბუკ გვერდის “სინამდვილეში” პოსტებს.

 

გიორგი ბახტაძე
პროფილზე იყენებს სერიალ “ბრიგადის” პერსონაჟის Саша Белый-ის ფოტოს. მოწონებული აქვს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality.
Navi Navi
იყენებს ფოტოს, რომლიც არაერთ გაცნობით საიტზე გვხვდება.

Natalia Vardanyan
პროფილზე იყენებს ფოტოს, რომლიც არაერთ გაცნობით საიტსა და ბლოგზე იძებნება.

Sopho Kozmanashvili
იპარავს რუსი მსახიობის, იულია ჟიგალინას იდენტობას. მოწონებული აქვს: ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამისიკვდილის პარტია.

ანანო მეტრეველი
იპარავს vkontakte.ru-ს მომხმარებლის, კრივოი როგში მცხოვრები Надежда Гусева-ს იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები:ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამისიკვდილის პარტიაშეადარე.

Nino Maisuradze
იპარავს ოდესის ოლქში მცხოვრები Екатерина Ткаченко-ს იდენტობას. აზიარებს საქართველოს მთავრობისირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. მოწონებული აქვს გვერდები:POSTVPOSTV – ახალი ამბები,არქივი – Archiveშეადარე.

ჩართული იყო ნიკა გვარამიას მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.

Nini Lomjaria
იპარავს იტალიელი კომპოზიტორისა და პოლიტიკოსის Aisha Ruggeri-ის იდენტობას. მოწონებული აქვს Irakliბიძინა ვანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishviliირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის მხარდამჭერ პოსტებს.გაავრცელა ფეისბუკ-გვერდის “სიკვდილის პარტია” პოსტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებაა მოთხოვნილი. ჩართული იყო ნიკა გვარამიის დისკრედიტაციის კამპანიაშიც.
Shota Rukhadze
იპარავს იტალიელი მეღვინის Leonardo Zerilli-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: Irakliბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishviliირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლების და ნიკა გვარამიას  მადისკრედიტირებელ კამპანიაში.
Madona Kuprashvili
იპარავს კალიფორნიაში მდებარე კომპანია Calavo Growers-ის ფინანსური დირექტორის Mariela Matute იდენტობას. მოწონებული აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი გვერდი Irakli. ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში 2022 წლის
გაზაფხულზეც.
Masho manana Nebieridze
პროფილზე იყენებს ცნობილი ამერიკელი მოდელის, ქენდალ ჯენერის ფოტოებს. მოწონებული აქვს: POSTV – ანალიტიკაPOSTV – ახალი ამბები. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. ჩართული იყო ნიკა გვარამიას მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.

Iko Gigiberidze
იპარავს ინსტაგრამის მომხმარებლის vitja_86 იდენტობას. ჩართული იყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც.

Elene Tsitsishvili

 

ფოტო, რომელსაც ეს ანგარიში იყენებს, ინტერნეტში არაერთ ვებგვერდზე იძებნება. მოწონებული აქვს გვერდები:POSTV – ანალიტიკაბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამი. გაზიარებული აქვს “სიკვდილის პარტიის” პოსტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაა მოთხოვნილი.

Mari Loladze

 

იყენებს 2017 წლის ივნისში იტალიაში ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსის სტუდენტის მიერ გადაღებულ ფოტოს.მოწონებული აქვს გვერდები: ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები.აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდებიდან პოსტებს და მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. ჩართული იყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც.

 

ია მაისურაძე

 

იპარავს თურქი ექიმის, Gül Dağlar-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: Irakliბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishviliაზიარებს პოსტებს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდიდან “მიშას არქივი”. პროფილი ახლადშექმნილია. ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.
Olga  Khurcidze
იპარავს ელმჰარსტ უნივერსიტეტის თანამშრომლის, Mary Jo Ramicone-ის იდენტობას. ჩართული იყო ნიკა გვარამიას მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.

Tamta Tsanava
იპარავს სარდინიელი გიდის, Marta Staffa-ს იდენტობას. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.   მოწონებული აქვს გვერდები: IrakliPOSTV – ანალიტიკა,POSTV – ახალი ამბები, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებიმიშას არქივი. უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში  ჩართული იყო 2022 წლის გაზაფხულზე.

Tinatin Asanidze
იპარავს ამერიკელი გამომცემლის, Beth Daugherty-ის იდენტობას.  მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ახალი ამბებიPOSTV – ახალი ამბები. ჩართული იყო ნიკა გვარამიას მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.

მალავს იდენტობას

ყალბი ანგარიში მალავს იდენტობას ყალბი ანგარიშის მიერ დატოვებული კომენტარები
Neli Kakulia
მალავს იდენტობას, დატოვა კომენტარი რამენიმე პოსტზე. მოწონებული აქვს მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები:

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებიქართული ოცნება ჩემი არჩევანია, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებიბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili,სიახლეების ბლოგი • Blog News, ჟუურნალისტები, პოლიტიკური ჟურნალი • ბეჰემოთი, არქივი – Archiveჩართული იყო ნიკა გვარამიას მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.

გელა-გელა მგელი

მალავს იდენტობას, მეგობრებში სხვა ყალბი ანგარიშებიც ჰყავს.
Tako Takuna
მალავს იდენტობას, მეგობრებში სხვა ყალბი ანგარიშებიც ჰყავს.
Irakli Jixvadze
მალავს იდენტობას. ჰყავს მხოლოდ 3 მეგობარი. აზიარებს ფეისბუკ-გვერდების  სინამდვილეშიTV Imedi-ის პოსტებს:
Rembo Rembo

მალავს იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები
ირაკლი ღარიბაშვილი • Irakli Garibashviliლიდერი 41.

ფეისბუკ გვერდები

2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ახალი ფეისბუკ გვერდი “სიკვდილის პარტია “გამოჩნდა.

ფეისბუკ-გვერდი 9 დეკემბერს არის შექმნილი და მასზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პირველ პოსტში მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვება არის მოთხოვნილი: “იუსტიციის მინისტრმა განაცხადა რომ არსებობს კადრები, რომელიც ამტკიცებს თუ როგორ სიმულირებს სააკაშვილი ჯანმრთელობის თემით. მან მოუწოდა სიკვდილის პარტიის დამფუძნებელს და მის ხელის ბიჭებს რომ მორჩნენ სპეკულირებას და წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კადრების გამოქვეყნებას დაპირდა.

ჩვენ, ადამიანები, რომლებსაც არ დაგვიწყებია თუ რა რეჟიმი შექმნა სიკვდილის პარტიამ სააკაშვილის ლიდერობით, მივმართავთ მთავრობას, ბატონ რატის, გამოაქვეყნეთ კადრები, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. გვერწმუნეთ, ჩვენ ვიმსახურებთ ვიცოდეთ და ვნახოთ სიმართლე!”

აღსანიშნავია, რომ პოსტის კომენტარებში ყალბი ანგარიშები არიან მობილიზებულები, რომლებიც პენიტენციურ სამსახურს კადრების გასაჯაროვებას სთხოვენ.

ფეისბუკ გვერდები: პოლიტიკური აბსურდი, პოლიტიკური სამარე N5 ტერენტი გლდანელი (1 2, 3),  მიხეილ უკრაინოლოგი (1, 2, 3),  არ აგარევინებთ (1, 2), სირცხვილის კოროდორიმოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails 

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთნენ და ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი “სიმულიანტობს”, თაღლითობს და მას მკურნალობა არ ესაჭიროება.

ფეისბუკ გვერდები რეალობა, ტერენტი გლდანელი, მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი სიკვდილის პარტია წერდნენ, რომ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალს ატერორებს, აგრესიულად ექცევა და მათზე ძალადობს.

2022 წლის 14 დეკემბერს ფისბუკ გვერდებმა პოლიტიკური აბსურდი, ტერენტი გლდანელი, პოლიტიკური სამარე N5 ერთი და იგივე ფოტოკოლაჟი, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილი და სულხან მოლაშვილი არიან ასახული, ერთსა და იმაცე დროს 21 საათსა და 58-59 წუთზე გამოაქვეყნეს. მცირე დროის ინტერვალში 23 საათსა და 03 წუთზე იდენტური ქარდი ფეისბუკ გვერდმა სიმართლის დროა გაავრცელა.

ფოკუსის წარსულზე გადატანას  ფეისბუკ გვერდები არქივი (1 2), რეალობასიკვდილის პარტია წინა ხელისუფლების მმართველობისას გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით შეეცადნენ, რაც წარსულში პატიმრებისა და მათი მშობლების მდგომარეობას ასახავდა. ფეისბუკ გვერდის “არქივი” ვიდეოები  გვერდზე  Shalva ნათელაშვილის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკა გავრცელდა.

ფეისბუკ გვერდები “მიხეილ უკრაინოლოგი” (1 2 3 4), არ აგარევინებთ (1 2 3), სიკვდილის პარტია მიხეილ სააკაშვილის საწოლიდან გადმოვარდნისა და კლინიკაში გადაღებულ სხვა კადრებს შეურაცხმყოფელი და დამცინავი კომენტარებით ავრცელებდნენ. ფეისბუკ გვერდი რეალობა წერდა, რომ სააკაშვილის დროს აღმშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” დახმარებით მიმდინარეობდა,  ტერენტი გლდანელი კი წერდა, რომ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები ყოველთვის ჰქონდა.

დასპონსორებული  პოსტები

აღსანიშნავია, რომ ორი ფეისბუკ გვერდის (პოლიტიკური აბსურდი, არ აგარევინებთ) გამოქვეყნებული პოსტები დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი Ramaz Beridze და Davit Davitashvili არიან მითიტებულები.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist