ჭიათურელ მაღაროელებზე იაგო ხვიჩიას გაყალბებული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

75
VIEWS

ივნისის თვეში ქართულმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას სახელით პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნეს. სქრინშოტის მიხედვით, ხვიჩია წერს, რომ პუტინს უნდა ვთხოვოთ, რამდენიმე რაკეტა ჭიათურაშიც ჩამოაგდოს და მაღაროელები მიწაში ჩამარხოს.

iago khvichia ჭიათურელ მაღაროელებზე იაგო ხვიჩიას გაყალბებული პოსტი ვრცელდება

იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის განცხადება ხვიჩიას არც სოციალურ ქსელის ანგარიშებზე იძებნება და არც რომელიმე მედიასაშუალებასთან უთქვამს. “მითების დეტექტორი” იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ პოსტი გაყალბებულია. 

  • იაგო ხვიჩიას  განცხადება მაღაროელებზე გაყალბებულია. 

პოსტი, რომელშიც იაგო ხვიჩია მაღაროელებს შეურაცხყოფას აყენებს, გაყალბებულია. რეალურად, ხვიჩიას სოციალურ ქსელებში- ფეისბუქსა ( 1, 2) და ტვიტერის ანგარიშზე მსგავსი განცხადება არ იძებნება. ხვიჩიას მსგავსი შინაარსის კომენტარი არც რომელიმე მედიასაშუალებასთან გაუკეთებია.

“მითების დეტექტორი”  იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ სქრინშოტი გაყალბებულია და მაღაროელების საკითხზე მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია. 

ჭიათურელი მაღაროელები ივნისის დასაწყისში ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, თუმცა იაგო ხვიჩია საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ამ თემას არ გამოხმაურებია. გაყალბებული სქრინი 19 ივნისს გავრცელდა, ხვიჩიას ფეისბუქზე ამ დღეს მხოლოდ ერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც პარტია “გირჩის” 2024 წლის არჩევნების დაპირებებს შეეხება.

iago khvichia1 ჭიათურელ მაღაროელებზე იაგო ხვიჩიას გაყალბებული პოსტი ვრცელდება

პარტია “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას სახელით გაყალბებული პოსტი “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად იხილეთ: 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-ანგარიშ მრისხანე ბაბუაწვერას გაყალბებული სქრინები და ციტატები, მათ შორის იაგო ხვიჩიას სახელით, წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist